საპარლამენტო დელეგაციამ ფედერალური და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა წარდგენისა და დამტკიცების საკითხებთან დაკავშირებით აშშ-ს  სენატში შეხვედრა გამართა

საქართველოს პარლამენტის დელეგაციის წევრები ვაშინგტონში აშშ-ს სენატორის რიჩარდ ბლუმენალის უფროს მრჩეველს, სემ საიმონს და საგარეო პოლიტიკის მრჩეველს, კიმ კუარანტილოს შეხვდნენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს, სენატის თანამშრომლებმა დეტალურად მიმოიხილეს ფედერალურ მოსამართლეთა, ასევე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა წარდგენისა და დამტკიცების პროცესი სენატის მიერ. დისკუსიის დროს, ქართველმა დეპუტატებმა განიხილეს პოლიტიკური და პროცედურული საკითხების დეტალები, ასევე პროფესიული და პიროვნული შემოწმების, საჯარო მოსმენებისა და ფედერალურ მოსამართლეთა დამტკიცების პროცესთან დაკავშირებული თემები.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ქართველი კანონმდებლებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო აღნიშნულ საკითხებზე ინფორმაციის მიღება გამომდინარე იქიდან, რომ ახლოვდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ახალი მოსამართლეების წარდგენისა და დამტკიცების პროცესი.

პარლამენტის დელეგაცია ვაშინგტონში ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტოს (USAID) პროგრამების - „დემოკრატიული მმართველობის ინიციატივა“ (GGI) და „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში” (PROLoG) ერთობლივი ინიციატივის ფარგლებში იმყოფება.

დელეგაციის შემადგენლობაში შედიან პარლამენტის წევრები: თამარ ჩუგოშვილი, ირაკლი კოვზანაძე, აკაკი ზოიძე, კახაბერ კუჭავა, ანრი ოხანაშვილი, ოთარ დანელია, გიორგი კახიანი, ნინო გოგუაძე, მამუკა მდინარაძე, ოთარ კახიძე, თინათინ ბოკუჩავა, ასევე პარლამენტის აპარატის უფროსი გივი მიქანაძე და აპარატის უფროსის მოადგილე დავით გელაშვილი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა