პარლამენტის დელეგაციის წევრები ვაშინგტონში კონგრესმენ დაიან დიჯეტს შეხვდნენ

ვაშინგტონში ვიზიტით მყოფი საქართველოს პარლამენტის დელეგაცია პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, თამარ ჩუგოშვილის ხელმძღვანელობით ენერგეტიკის და კომერციის საკითხთა კომიტეტის საზედამხედველო და საგამოძიებო ქვეკომიტეტის თავმჯდომარეს, კონგრესის წევრს დაიან დიჯეტს შეხვდა.

შეხვედრის მთავარი თემა საკანონმდებლო ორგანოს საზედამხედველო ფუნქციები და მისი განხორციელების მექანიზმები იყო.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ქართველი პარლამენტარები ამერიკელ კოლეგას ესაუბრნენ პარლამენტის ახალი რეგლამენტით გათვალისწინებულ საპარლამენტო კონტროლის მექანიზმებზე, მათ შორის: ინტერპელაციაზე, მთავრობის წევრის და სხვა თანამდებობის პირის პარლამენტში დაბარებასა და მათ საპარლამენტო მოსმენაზე, თემატურ მოკვლევაზე და სხვა მნიშვნელოვან ინსტრუმენტებზე, რომელიც პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციას აძლიერებს. კონგრესის წევრმა დაიან დიჯეტსმა დელაგაციის წევრებს საზედამხედველო ფუნქციების განხორციელების კუთხით აშშ-ს კონგრესის გამოცდილება გააცნო.

საქართველოს პარლამენტის დელეგაცია ვაშინგტონში ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტოს (USAID) პროგრამების - “დემოკრატიული მმართველობის ინიციატივა“ (GGI) და “კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში” (PROLoG) ერთობლივი ინიციატივის ფარგლებში იმყოფება.

დელეგაციის შემადგენლობაში შედიან პარლამენტის წევრები: თამარ ჩუგოშვილი, ირაკლი კოვზანაძე, აკაკი ზოიძე, კახა კუჭავა, ანრი ოხანაშვილი, ოთარ დანელია, გიორგი კახიანი, ნინო გოგუაძე, მამუკა მდინარაძე, ოთარ კახიძე, თინათინ ბოკუჩავა, ასევე პარლამენტის აპარატის უფროსი გივი მიქანაძე და აპარატის უფროსის მოადგილე დავით გელაშვილი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა