კახა კალაძის განცხადებით, ნათია მეზვრიშვილის გენპროკურორის თანამდებობაზე დანიშვნასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ აქვს

"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" გენერალური მდივნის, თბილისის მერის კახა კალაძის თქმით, შს მინისტრის მოადგილის ნათია მეზვრიშვილის გენერალური პროკურორის თანამდებობაზე დანიშვნასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ აქვს.

ამასთან, კახა კალაძე ოპოზიციის შეფასებებსაც გამოეხმაურა, რომლის მიხედვით, შს მინისტრი გიორგი გახარია საკუთარი გავლენების გაძლიერებას ცდილობს და განაცხადა, რომ გახარია თავის საქმი პროფესიონალია.

"პირველად მესმის, არ მაქვს ეგ ინფორმაცია. გიორგი გახარიას რაც შეეხება, ის არის უპატიოსნესი ადამიანი , კომპეტენტური, თავისი საქმის კარგად მცოდნე და პროფესიონალი. სარგებლობს ძალიან მაღალი ავტორიტეტით საზოგადოებაში და მინდა მას წარმატებები ვუსურვო იმ საქმეში, რაზეც აქვს პასუხისმგებლობა“,-აცხადებს კახა კალაძე.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა