ევროსაბჭოს პრეზიდენტის თანამდებობაზე დალია გრიბაუსკაიტეს   კანდიდატურა განიხილება

ლიეტუვის ექსპრეზიდენტი დალია გრიბაუსკაიტეს კანდიდატურა სერიოზულად განიხილება ევროპის საბჭოს პრეზიდენტის თანამდებობაზე. ამის შესახებ ევროპარლამენტში არჩეულმა ლიეტუვის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ანდრიუს კუბილიუსმა განაცხადა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.

„ვფიქრობ, ამ ეტაპზე კონკრეტულად რაიმეს თქმა ჯერ ადრეა. პირველ დღეებში ევროპარლამენტში გვესმის, რომ ძირითად პარტიებს შორის ინტენსიური დისკუსიები მიმდინარეობს“ - განაცხადა კუბილიუსმა.

მისი თქმით, ამ დროისთვის დისკუსია ევროკომისიის თავმჯდომარის შესახებ მიმდინარეობს. ევროპის სახალხო პარტია საკუთარ კანდიდატად მანფრედ ვებერს ასახელებს.

მისივე ინფორმაციით, ივლისის შუა რიცხვებისთვის ეს საკითხი უნდა გადაწყდეს.

ერთ-ერთი ლიეტუვური გამოცემა წერს, რომ პოლონეთი, უნგრეთი, ჩეხეთი და სლოვაკეთი დალია გრიბაუსკაიტეს კანდიდატურას მხარს არ უჭერენ. კუბილიუსი ამ ინფორმაციის შეფასებისას ამბობს, რომ ეს ფაქტი ადასტურებს, რამდენად სერიოზულად მიმდინარეობს ექსპრეზიდენტ გრიბაუსკაიტეს კანდიდატურის განხილვა ევროპული კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა