კახა კალაძე ახალგაზრდებს -  როდესაც ცხოვრებაში რთული მომენტებია, არასდროს  უნდა დანებდეთ

დღევანდელ პრეზენტაციაზე ნათლად გამოჩნდება რამდენად არის შესაძლებელი, რომ ახალგაზრდები ჩაერთონ ქალაქის განვითარებაში, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ახალგაზრდებთან შეხვედრისას განაცხადა.

ამ წუთებში დედაქალაქის მერი, მოადგილე სოფიო ხუნწარიასთან ერთად, თბილისის მერიის ახალგაზრდული პროგრამების პრეზენტაციას წარადგენს.

ღონისძიებაზე იმყოფებიან ასევე პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე.

„დღევანდელი შეხვედრის მიზეზი გახლავთ ის, რომ დედაქალაქის მერიას სურვილი აქვს, წარმოადგინოს ის პროექტები, რის განხორციელებასაც აპირებს ახალგაზრდობის ჩართულობით. მე არაერთხელ მითქვამს, რომ ახალგაზრდების როლი ქვეყნის განვითარებაში არის ძალიან მნიშვნელოვანი. შესაბამისად, ყოველთვის ვფიქრობდით, რა პროგრამები შეიძლება მოგვეფიქრებინა, რომ თქვენი უფრო მეტი ჩართულობა ყოფილიყო შესაძლებელი.

დღევანდელ პრეზენტაციაზე ნათლად გამოჩნდება რამდენად არის შესაძლებელი, რომ ახალგაზრდები ჩაერთონ ქალაქის განვითარებაში, მოწესრიგებაში. ჩემთვის და ჩემი თანაგუნდელებისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

ყველა პროფესიაში არის სირთულე. საკუთარი გამოცდილებით შემიძლია გითხრათ, რომ როდესაც ცხოვრებაში რთული მომენტებია, არასდროს არ უნდა დანებდეთ. ყველას გექნებათ ასეთი რთული მომენტები და ჩემი თხოვნა იქნება, რომ არასდროს დანებდეთ. პირველ რიგში, საკუთარი თავი უნდა დაარწმუნოთ, რომ თქვენ შეძლებთ და აუცილებლად, წარმატებულები იქნებით,“ - მიმართა კალაძემ ახალგაზრდებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა