დიდი ბრიტანეთი  რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესების შესახებ პირობას აყენებს

დიდ ბრიტანეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობა, შესაძლოა, მხოლოდ იმ შემთხვევაში გაუმჯობესდეს, თუ მოსკოვი ქცევას შეიცვლის. კრემლის ლიდერს ვლადიმერ პუტინს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის აპარატში უპასუხეს.

რუსეთის პრეზიდენტმა მანამდე ისურვა, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა გაუმჯობესდეს, როდესაც ტერეზა მეის თანამდებობაზე ახალი პოლიტიკოსი შეცვლის.

მან იმედი გამოთქვა, რომ ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ეცდება მოსკოვთან ურთიერთობების გაუმჯობესებას, რომელიც გასულ წელს, სოლსბერიში ყოფილი ორმაგი აგენტის სერგეი სკრიპალის და მისი ქალიშვილის მოწამვლის შემდეგ გაუარესდა.

„ჩვენ ნათლად განვაცხადეთ, რომ რუსეთის აგრესიული ხაზი და მადესტაბილიზებელი ქცევა არასარწმუნოს ხდის მის განცხადებებს, რომ პასუხისმგებლიანი საერთაშორისო პარტნიორია. რუსეთთან თანამშრომლობას განვაგრძობთ საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში, რადგან ეს გაერთიანებული სამეფოს ეროვნულ ინტერესებშია. თუმცა, პრემიერ-მინისტრმა არაერთხელ ნათლად განაცხადა, რომ სხვა ურთიერთობები რუსეთთან შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის ქცევას შეიცვლის“, - განაცხადეს ტერეზა მეის აპარატში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა