ჩეხეთის ელჩმა დავით ზალკალიანს რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა

ჩეხეთის რესპუბლიკის ახლად დანიშნულმა ელჩმა პეტერ მიკისკამ საგარეო საქმეთა მინისტრს დავით ზალკალიანს რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს. უწყების ინფორმაციით, რწმუნებათა სიგელების ასლების გადაცემის შემდეგ გამართულ შეხვედრაზე, მინისტრმა ელჩს საქართველოში მისიის დაწყება მიულოცა და მას მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა. კმაყოფილებით აღინიშნა ორი ქვეყნის მეგობრული ურთიერთობები და ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში მიმდინარე ნაყოფიერი თანამშრომლობა. ხაზი გაესვა მაღალი დონის ვიზიტების დინამიკის გააქტიურების აუცილებლობას. ამ კონტექსტში, მხარეები მიესალმნენ მიმდინარე წლის ივლისში, ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ტომაშ პეტრჟიჩეკის საქართველოში დაგეგმილ ორმხრივ ვიზიტს და ასევე მის მონაწილეობას „ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაში“. განხილულ იქნა საქართველოს პროგრესი ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე. ხაზი გაესვა საქართველოს წამყვან როლს „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ პროგრამაში. პეტერ მიკისკას თქმით, საქართველო არის ლიდერი რეგიონში დემოკრატიის და რეფორმების გატარების კუთხით და იმსახურებს ევროპული ოჯახის სრულფასოვან წევრობას. მან ასევე დააფიქსირა ჩეხეთის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. შეხვედრის ბოლოს, ჩეხეთის ახლად დანიშნულმა ელჩმა გამოხატა მზაობა, მაქსიმალურად შეუწყოს ხელი როგორც საქართველოს შემდგომ წინსვლას ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე, ისე ორი ქვეყნის თანამშრომლობის გაძლიერებას ყველა შესაძლო მიმართულებით.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა