იიც ეფლბაუმი - საქართველოს პრემიერ-მინისტრი დინამიური, ახალგაზრდა, ძალიან ჭკვიანი და უსაზღვროდ ენერგიული ადამიანია

საქართველოს პრემიერ-მინისტრი დინამიური, ახალგაზრდა, ძალიან ჭკვიანი და უსაზღვროდ ენერგიული ადამიანია, - ამის შესახებ MizMaa Ventures-ის თანადამფუძნებელმა და გენერალურმა პარტნიორმა იიც ეფლბაუმმა სან-ფრანცისკოში, მამუკა ბახტაძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურიდან აცნობეს, მამუკა ბახტაძემ აშშ-ის წამყვანი საინვესტიციო ფონდების ხელმძღვანელებს საქართველოში არსებული ხელსაყრელი საინვესტიციო გარემო გააცნო.

„ვისაუბრეთ იმაზე, თუ როგორ შეიძლება ინვესტიციებისა და სამეწარმეო საქმიანობის, ასევე, რაც ყველაზე მთავარია - ეკოსისტემის - შესახებ გამოცდილების გაზიარება ისეთი წარმატებული ადგილებიდან, როგორიცაა “სილიკონ ველი” და ისეთი მოწინავე ქვეყნებიდან, როგორიცაა მათ შორის ისრაელი, რომლებიც თავიანთი ტექნოლოგიური მიღწევებით უკვე დიდ სამომხმარებლო ბაზრებზე გადიან. საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობებს აღტაცებით ვუყურებ. ახალგაზრდა სახელმწიფოა, ძალიან ჭკვიანი ხალხით. საინჟინრო პროფილის მქონე 50 000 სტუდენტის ყოლა მნიშვნელოვანი განაცხადია. თქვენს ქვეყანაში არსებობს ინოვაციების ფონდი და ცალკე სამინისტრო კურირებს ინოვაციებს. ამდენად, შესაძლებლობები დიდებულია და ძალიან სწრაფად დადგება შედეგი. ნამდვილად არ მგონია, ხუთი წელი დასჭირდეს პრემიერ-მინისტრს იმისათვის, რომ კაბინეტს ან შესაბამის უწყებას ხელშესახები შედეგის ჩვენება მოსთხოვოს”, - განაცხადა იიც ეფლბაუმმა მამუკა ბახტაძესთან შეხვედრის შემდეგ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა