„ჩაინა ლილო სითის“ წარმომადგენელი ლილოში ხანძარზე -  ამ ტერიტორიის მეპატრონე არის ლაურა ღაჭავა, არაფერს გამოვრიცხავ, მათ შორის იმასაც, რომ ხანძარი განზრახ იყოს გაჩენილი

ამ ტერიტორიის მეპატრონე არის ლაურა ღაჭავა, არაფერს გამოვრიცხავ, მათ შორის იმასაც, რომ ხანძარი განზრახ იყოს გაჩენილი. ამის შესახებ „ჩაინა ლილო სითის“ წარმომადგენელმა ზვიად ქირიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

მან მეხანძრეების მიმართ უკმაყოფილება გამოთქვა და აღნიშნა, რომ ხანძარი უკვე ლოკალიზებული იყო, როდესაც მეხანძრეებს წყალი არ ჰქონდათ და ცეცხლი ისევ გაღვივდა.

მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ არაფერს გამორიცხავდა და „სახელმწიფოს მხრიდან ზეწოლაზე“ ისაუბრა, თუმცა დეტალები არ დაუკონკრეტებია.

ლილოში ე.წ. ჩინელების ბაზრობაზე ხანძარს 17 სახანძრო ბრიგადა აქრობს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს