„ლილო სითის“ დირექტორი ხანძარზე - დივერსიას არ გამოვრიცხავ - ამის ეჭვი იმიტომ მაქვს, რომ ლაურა ღაჭავაზეც და ჩემზეც სახელმწიფოს მხრიდან არის ზეწოლა

ამ ტერიტორიის მეპატრონე არის ლაურა ღაჭავა(ერეკლე და გიორგი კოდუების დედა), არაფერს გამოვრიცხავ, მათ შორის იმასაც, რომ ხანძარი განზრახ იყოს გაჩენილი. ამის შესახებ „ჩაინა ლილო სითის“ დირექტორმა ზვიად ქირიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

„ეს ტერიტორია არის „ჩაინა ლილო სითის“ საკუთრება. ხანძრის გაჩენის მიზეზი რა გახდა, მე ჯერ არ ვიცი. უკმაყოფილებას იმის გამო გამოვთქვამდი, რომ ხანძარი უკვე ჩამქრალი იყო, წყლის არქონის გამო კი ისევ გაღვივდა. ახალგაზრდა კაცი საუბრობდა, რომ წყალი უწყვეტ რეჟიმში გვქონდაო. ეს არის თეთრზე შავიაო იმის თქმა, როგორ შეიძლება. წყალი რომ არ იყო, ამას ხედავდა ასობით მოვაჭრე და პოლიციელი.

მე დივერსიასაც არ გამოვრიცხავ. ამის ეჭვი იმიტომ მაქვს, რომ „ლილო სითის“ მეპატრონეზეც და ჩემზეც სახელმწიფოს მხრიდან არის ზეწოლა და ყველაფერს კადრულობენ. ამ ტერიტორიის მეპატრონე არის ლაურა ღაჭავა, რომელზეც არის ენით აღუწერელი ზეწოლა,“ - განაცხადა „ჩაინა ლილო სითის“ დირექტორმა ზვიად ქირიამ.

ლილოში ე.წ. ჩინელების ბაზრობაზე ხანძარს 17 სახანძრო ბრიგადა აქრობს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა