ლევან ხაბეიშვილი ლილოში, ე.წ ჩინელების ბაზრის ტერიტორიაზე ხანძრის გაჩენაში დივერსიას არ გამორიცხავს

თბილისის საკრებულოს წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“ ლევან ხაბეიშვილი ლილოში, ე.წ ჩინელების ბაზრის ტერიტორიაზე ხანძრის გაჩენაში დივერსიას არ გამორიცხავს.

„კონკრეტული ადამიანები ცდილობენ თავიანთი საქონელი გადაარჩინონ. ერთ-ერთი მიზანი აქ მოსვლის არის ისიც, რომ ფიზიკურადაც დავეხმაროთ ამ ადამიანებს. არ ვიცი, რა მოხდა, რამ გაოიწვია ხანძარი, თუმცა რეალობა არის ის, რომ ათობით ბაზარია აქამდე დამწვარი და საზოგადოებას პასუხი არ აქვს. არც ერთ კონკრეტულ შემთხვევაზე გამოძიება არ ყოფილა. ახლა რომელი ბაზარიც არ იწვის, დარწმუნებული ვარ იმ ბაზრის თანამშრომლებიც შიშით უყურებენ ამ ყველაფერს, რადგან სერიალებივით მიეწყობა ბაზრის ხანძრები და ამაზე არ არის გამოძიებები. რაც შეეხება იმას, რომ ეს შეიძლება დივერსია იყოს ან ვინმეს პოლიტიკური მიმართულებით რაიმე ზეწოლის განხორციელება უნდოდეს, არაფერს არ გამოვრიცხავ", -აცხადებს ხაბეიშვილი.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს