გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 7 ივნისს 09:00 საათიდან 18:00 საათამდე ელექტროენერგია შეუწყდებათ აბონენტებს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში - ცხვარიჭამია, კევლიანი, თეზამი, გიორგიწმინდა, ლელუბანი და მიმდებარე სოფლებს, ხოლო 12:00 საათიდან 13:00 საათამდე - მისაქციელში, აღდგომლიანთკარსა და ახალუბანში.

ამასთან, როგორც „ინტერპრესნიუსს“ კომპანია „ენერგო-პროჯორჯიადან“ აცნობეს, 11:00 საათიდან 16:00 საათამდე დენი გაეთიშებათ მომხმარებლებს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში - ჭოპორტი, დავათი, ნოკორნა, წითურები, ნოჯა, კოშკასყელი, ახტანი და მიმდებარე სოფლებს, 11:00 საათიდან 18:00 საათამდე - ჭართალში, დოლასქედში, სონდაში, ჩიტაურებში, ხამუშაში და მიმდებარე სოფლებში, ხოლო 12:00 საათიდან 16:00 საათამდე - არღუნში, ჯავახიანთკარში, დუდაურებში, მილახვრიანში და მიმდებარე სოფლებში.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო