პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტი დღეს ნათია თურნავას მოუსმენს

დღეს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის წევრებს სამინისტროს უახლოეს პრიორიტეტებს, ასევე მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებს გააცნობს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნოებს, მინისტრი ყურადღებას გაამახვილებს ისეთ მნიშვნელოვან პრიორიტეტებსა და მიმართულებებზე, როგორიცა: სიღარიბის დაძლევა, სწრაფი და ეფექტური გადაწყვეტილებები საინვესტიციო პოლიტიკაში, რეგიონალური მიდგომების გაძლიერება, ქართული წარმოების მხარდაჭერა და ეკონომიკური კეთილდღეობის მიტანა ჩვენის ქვეყნის თითოეულ მოქალაქემდე.

მათივე ცნობთ, ნათია თურნავა ასევე ისაუბრებს მსხვილი საჯარო პროექტების მიმდინარეობაზე, როგორიცაა საქართველოს გაზიფიცირება, ინტერნეტიზაცია, ელექტროენერგიის გარეშე არსებული დასახლებებისთვის აღნიშნული პრობლემის მოგვარება, ელექტროგადამცემი ქსელის განვითარების 10-წლიანი გეგმა, აგრეთვე ისაუბრებს საქართველოს როლის გაძლიერებაზე სამხრეთ კავკასიის რეგიონალურ სატრანზიტო დერეფანში.

„ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ასევე უპასუხებს სადეპუტატო და კომიტეტის სხვა წევრების შეკითხვებს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვაჟა ბერიძე -  „ნაციონალებს“ და მის მოკავშირეებს ელექტორატის ნახევარზე მეტი არ უჭერს მხარს, ხოლო 50%,  ვისაც არჩევანი გაკეთებული არ აქვს, „ოცნების“, დასავლელი პარტნიორებისა და საზოგადოების მთავარი პრობლემაა
ქართული პრესის მიმოხილვა 14.08.2020
აგვისტოს ომიდან 12 წლის შემდეგაც საქართველო დგას რუსული აგრესიის წინაშე
ირმა ინაშვილი საქართველოსა და აშშ-ის ხელისუფლებას მოუწოდებს, IRI-სა და NDI-ს საქართველოში კვლევების ჩატარება და გამოქვეყნება აეკრძალოთ
„თიბისის" პერსონალური საბანკო მომსახურება ტრანსფორმაციის ეტაპზე გადავიდა
Wolt და Mastercard ბათუმში გელიან!