მამუკა ბახტაძე - რევოლუციური ტექნოლოგიების ეპოქაში, მინდა, საქართველო ცოდნის რევოლუციის მოწინავე ხაზზე იყოს

რევოლუციური ტექნოლოგიების ეპოქაში, მინდა, საქართველო ცოდნის რევოლუციის მოწინავე ხაზზე იყოს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ კალიფორნიის Commonwealth club-ში საჯარო გამოსვლისას განაცხადა.

პრემიერის თქმით, განათლების სექტორში სახელმწიფო ბიუჯეტის მეოთხედის დახარჯვა იგეგმება, შედეგად კი ცოდნის ინდუსტრია მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) წილობრივად სულ მცირე 12 პროცენტით დაფინანსდება.

“ამ ძალისხმევის კონტექსტში ავაშენებთ ახალ პროფესიულ სასწავლებლებს, რათა ჩვენმა მოქალაქეებმა მაღალი ტექნოლოგიების საინჟინრო და სხვა პრაქტიკული უნარების დაუფლება შეძლონ. სან-დიეგოს შტატის უნივერსიტეტს საქართველოში წარმომადგენლობა აქვს და თბილისში ბაკალავრის ხარისხს ანიჭებს მის კურსდამთავრებულებს. ვისურვებდი მეტ პარტნიორობას კალიფორნიის მსოფლიო დონის აკადემიურ სასწავლებლებთან. საინტერესო მიმართულებებზე ვმუშაობთ სტენფორდის უნივერსიტეტთან საქართველოსთან დაკავშირებით. საქართველო წინ მიიწევს და თავად აკონტროლებს მის ბედისწერას. ჩვენ მხარდამხარ ვიბრძვით აშშ-სა და სხვა ერებთან დემოკრატიის, შესაძლებლობებისა და ჩვენი ცივილიზაციის დასაცავად. გვჭირდება ამერიკის დახმარება, რათა მომავალშიც წარმატებულად ვიაროთ წინ”,- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

შეხვედრა კალიფორნიის Commonwealth club-ში კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. სიტყვით გამოსვლის შემდეგ, მთავრობის მეთაურმა საჯარო დისკუსიაზე შეკრებილი აუდიტორიის კითხვებს უპასუხა.

აღნიშნულ ინფორმაციას პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს