DCFTA-ით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ხელშეწყობისთვის ტექნიკური თანამშრომლობის ახალი პროგრამა განხორციელდება

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) რეგიონული პროგრამის ხელმძღვანელმა, რაიმუნდ იელემ, ტექნიკური თანამშრომლობის ახალ პროგრამას „ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების პრიორიტეტების შესრულებაში სურსათის ეროვნული სააგენტოს ტექნიკური დახმარების შესახებ“ მოაწერეს ხელი.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, პროგრამა მიზნად ისახავს ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების პრიორიტეტების შესრულების პროცესში საქართველოს სურსათის ეროვნული სააგენტოს ტექნიკურს დახმარებას.

პროგრამა 2019-2020 წლებში განხორციელდება. მისი ბიუჯეტი 175 000 აშშ დოლარს შეადგენს. ტექნიკური თანამშრომლობის პროგრამა უზრუნველყოფს სოფლის მეურნეობის სექტორთან დაკავშირებული სამართლებრივი ბაზის დახვეწას, ასევე, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის (WTO), გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO), ცხოველთა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა (OIE) და DCFTA-ის ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლების, სხვა სახელმწიფო უწყებებისა და მათი კონტრაქტორების შესაძლებლობების გაძლიერებას.

„ევროკავშირთან დაახლოების პროცესში, საქართველოსთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სურსათის უვნებლობის, ვეტერინარული და მცენარეთა დაცვის სისტემების სრულყოფა და გაძლიერება.

ტექნიკური მხარდაჭერის ფარგლებში განხორციელდება ექპერტთა სამუშაო ვიზიტები. შეფასდება სურსათის ეროვნული სააგენტოს შესაძლებლობები და განისაზღვრება შესაბამისი საჭიროებები. პროგრამის ფარგლებში, შემუშავდება სტრატეგიული და სახელმძღვანელო დოკუმენტები, რომლებიც ხელს შეუწყობენ საქართველოს ცხოველთა ჯანდაცვის, მცენარეთა დაცვისა და სურსათის უვნებლობის ეროვნული სააგენტოს გაძლიერებას და მოდერნიზებას.

სურსათის ეროვნული სააგენტოს შესაძლებლობების გაძლიერება, ხელს შეუწყობს ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებით (DCFTA) ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა