დონალდ ტრამპის განცხადებით, ნატო-ს გენერალური მდივანი მისი ფანია

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებით, ნატო-ს გენერალური მდივანი მისი დიდი ფანია. ამის შესახებ ტრამპმა საფრანგეთში ვიზიტისას განაცხადა, სადაც იგი მოკავშირეთა გადასხმიდან 75 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.

თეთრი სახლის ლიდერის თქმით, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ბიუჯეტი მისი პრეზიდენტობის პერიოდში მნიშვნელოვნად გაიზარდა.

„თუ თქვენ ნატო-ს ბიუჯეტში შესულ თანხებს დააკვირდებით ბოლო 15 წლის განმავლობაში, ნახავთ, რომ იგი მცირდებოდა, შემდეგ კი უცებ მკვეთრად გაიზარდა. გენერალური მდივანი სტოლტენბერგი ალბათ, ყველაზე დიდი ფანია ტრამპის. მან ერთ დღეს საუბრისას თქვა, რომ დონალდ ტრამპის გარეშე, ნამდვილად არ იქნებოდა არანაირი ნატო. ახლა უკვე ქვეყნებმა ას მილიარდ დოლარზე მეტი გადაიხადეს ალიანსის ბიუჯეტში. გერმანია იხდის მხოლოდ 1 პროცენტს, მათ გაცილებით მეტი უნდა გადაიხადონ“, - განაცხადა ტრამპმა.

იხილეთ ვიდეო: დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ნატო-ს გენერალური მდივანი მისი დიდი ფანია

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა