არჩილ თალაკვაძე - კომიტეტზე ნათია თურნავას მოსმენა მნიშვნელოვანია, რათა საზოგადოებამ და ოპოზიციამ ინფორმაცია მიიღოს იმ კითხვებზე, რაც მათ აქვთ

საკომიტეტო მოსმენა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებამ და ოპოზიციამ მიიღოს ინფორმაცია იმ კითხვებზე, რომელიც მათ აქვთ და პროექტებზე, რომელზეც ხშირად ვხედავთ არაჯანსაღ დისკუსიას, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ განუცხადა. მმართველი პარტიის ლიდერის განცხადებით, უმრავლესობას მიმდინარე საკითხებზე, რაზეც ეკონომიკის მინისტრი კომიტეტზე ისაუბრებს, ინფორმაცია აქვს და იმედოვნებს, რომ რიგ თემებზე სპეკულაცია შეწყდება.

„ჩვენ კარგი კომუნიკაცია გვაქვს ჩვენს თანაგუნდელ ნათია თურნავასთან და მივიღეთ ინფორმაციები. აღნიშნული საკომიტეტო მოსმენა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებამ და ოპოზიციამ მიიღოს ინფორმაცია იმ კითხვებზე, რომელიც მათ აქვთ და პროექტებზე, რომელზეც ხშირად ვხედავთ არაჯანსაღ დისკუსიას. საკომიტეტო მოსმენა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მთავრობა და მინისტრები, ანგარიშვალდებულნი არიან პარლამენტის წინაშე. დარწმუნებული ვარ, ძალიან ინფორმატიული საკომიტეტო მოსმენა იქნება", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა