გია ვოლსკი ლილოში გაჩენილ ხანძარზე - თუ დივერსიაა განხორციელებული, რასაკვირველია, ეს დივერსია არის ხელისუფლების წინააღმდეგ

თუკი დივერსიაა განხორციელებული, რასაკვირველია, ეს დივერსია არის ხელისუფლების წინააღმდეგ, - ასე აფასებს პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი, ლილოში გაჩენილ ხანძარს. მმართველი პარტიის დეპუტატის თქმით, მსგავსი შემთხვევები წინასაარჩევნოდ აწყობთ იმ ადამიანებს, რომლებიც ხელისუფლებას უპირისპირდებიან, ვინაიდან ასეთ შემთხვევაში მისი თქმით, მარტივია ხელისუფლების კრიტიკა.

„ხანძარი საშინელებაა და იმ ხალხმა ვინც გარკვეული ზარალი განიცადა, ეს ძალიან მძიმეა. თუკი დივერსიაა განხორციელებული, რასაკვირველია დივერსია არის ხელისუფლების წინააღმდეგ, ეს ვისაც არ უნდა გაეკეთებინა. ხელისუფლება ყველაზე უფრო ადვილად გასაკრიტიკებელი ობიექტია და რასაკვირველია, ერთადერთი, ვისაც ეს შეიძლება აწყობდეს, ასეთ სკანდალურ ვითარებაში მითუმეტეს, არჩევნების წინ, ესენი არიან ადამიანები, ვინც ხელისუფლებას ებრძვის, მათ შორის ასეთი დაუშვებელი მეთოდებით. მაგრამ არ ვფიქრობ, რომ დივერსია პოლიტიკური ოპონენტების მხრიდან შეიძლება განხორციელდეს. მე ამასთან დაკავშირებით რეალურ სურათს ვხატავ, რაც მოხდა თუ რაოდენ დამაზიანებელია ეს ხელისუფლებისთვის. გადავხედოთ იმ ხალხის წრეს, ვისაც შეიძლება ეს აწყობდეს“, - განაცხადა ვოლკსიმ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს