საგარეო უწყება - ევროკავშირის საბჭოს ანგარიშში საქართველოს მიერ გატარებული რეფორმები დადებითადაა შეფასებული

ევროკავშირის საბჭომ დაამტკიცა ევროკავშირის ანგარიში 2018 წელს მსოფლიოში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ, რომელშიც საქართველოს მიერ გატარებული რეფორმები დადებითადაა შეფასებული. აღნიშნული ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურიდან აცნობეს. უწყების ცნობით, დოკუმენტში ხაზგასმულია საქართველოს მონაწილეობა ევროკავშირის ინიციატივაში „Good Human Rights Stories”, რომლის ოფიციალური წარდგენა 2018 წელს, გაერო-ს გენერალური ასამბლეის 73-ე სესიის გენერალური დებატების კვირეულის ფარგლებში მოხდა და რომელიც მიზნად ისახავს ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში საუკეთესო გამოცდილების გაზიარებას, სადაც საქართველო წარმოდგენილი იყო მსოფლიოს 13 ქვეყანას შორის როგორც ერთ-ერთი საუკეთესო.

დოკუმენტში დადებითად არის შეფასებული საქართველოს მიერ ადამიანის უფლებების დაცვის განმტკიცების მხრივ გადადგმული კონკრეტული ღონისძიებები. მათ შორის აღნიშნულია შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი, რომელიც 2018 წელს დაარსდა და მიზნად ისახავს სხვადასხვა სახის დანაშაულის, მათ შორის არასრულწლოვანთა მიერ და მათ მიმართ ჩადენილი დანაშაულის ფაქტებზე მიმდინარე გამოძიებისა და ადმინისტრაციული საქმისწარმოების მონიტორინგის განხორციელებას.

დოკუმენტი ასევე ხაზს უსვამს ტერორიზმთან ბრძოლაში ევროკავშირის წარმატებულ თანამშრომლობას სხვადასხვა ქვეყანასთან, მათ შორის საქართველოსთან.

ბავშვთა უფლებებთან დაკავშირებით, ანგარიშში ხაზგასმულია, ევროკავშირის მხარდაჭერით, საქართველოში არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების რეფორმები, მათ შორის არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის იმპლემენტაცია. ევროკავშირის ანგარიში აღნიშნავს ბავშვთა ინდივიდუალური საჭიროებების შეფასების სისტემის დანერგვას, რაც პროკურორებსა და მოსამართლეებს ბავშვთა საუკეთესო ინტერესების დაცვით გადაწყვეტილების მიღებაში ეხმარება. ამასთან, აღნიშნულია, რომ არასრულწლოვანთა მიმართ გამოიყენება სასჯელის მოხდის ინდივიდუალური დაგეგმვა და პატიმრობის ისეთი ალტერნატიული ფორმა, როგორიც არის შინაპატიმრობა.

დემოკრატიული მმართველობის კონტექსტში, ანგარიშში აღნიშნულია „პოლიტიკური პარტიების გაძლიერებისათვის“ ევროკავშირის საპილოტე პროგრამის წარმატებული განხორციელება მსოფლიოს რიგ ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში.

დოკუმენტში ასევე აღნიშნულია ადამიანის უფლებათა საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის მიერ 2018 წლის მაისში საქართველოში განხორციელებული ვიზიტი, რომლის დროსაც გაიმართა შეხვედრები მთავრობისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო