ნინო ლომჯარია - მნიშვნელოვანია, ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციის საკითხებზე ერთი ადგილი არ ვტკეპნოთ

ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციის საკითხებზე წლებია ვსაუბრობთ და მნიშვნელოვანია, ერთი ადგილი არ ვტკეპნოთ - უფრო ეფექტური გამოსავალია მოსაძებნი, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ განაცხადა.

მან მრგვალი მაგიდა გამართა თემაზე – “ეროვნული უმცირესობების მონაწილეობა/ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში“.

ღონისძიება "შერატონ მეტეხი პალასში" ლომჯარიამ და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა გახსნეს.

"ეს არის მორიგი შეხვედრა ეთნიკური უმცირესობის საბჭოსთან, რომელიც არსებობს სახალხო დამცველის აპარატის ქოლგის ქვეშ. დღევანდელი თემა, ანუ მათი მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში საქართველოში საკმაოდ დაბალი და პრობლემატურია. ჩვენ ამ საკითხს შევეხეთ ადამიანის უფლებების 2018 წლის ანგარიშით, სადაც ვსაუბრობთ იმაზე, რომ იმ რეგიონებშიც კი, სადაც კომპაქტურად არიან დასახლებულნი ეთნიკური უმცირესობები როგორც თვითმმართველობის, ასევე რეგიონალურ დონეზე, სამწუხაროდ, მმართველ თანამდებობებზე, საჯარო სამსახურში არ გვხვდებიან. დაბალია მათი წარმომადგენლობა დედაქალაქის მუნიციპალიტეტშიც. ვიცით, რომ დედაქალაქის 10% ეთნიკური უმცირესობებია, თუმცა თბილისის მუნიციპალიტეტში, საკრებულოში არ არიან წარმოდგენილები და ძალიან პასიურია ასევე მათი წარმომადგენლობა პარლამენტში, ასევე რეალურად, არც ერთ მმართველ თანამდებობაზე არ გვხვდებიან. ამ პრობლემებზე დიდი ხანია ვსაუბრობთ. გარკვეული ნაბიჯები მათი საჯარო ცხოვრებაში ინტეგრაციისთვის უკვე გადადგმულია, ეს ეხება როგორც სასწავლო პროგრამებს, ასევე ახლად დაწყებულ სტაჟირების პროგრამას, თუმცა დღევანდელი შეხვედრის თემაა ვისაუბროთ, რამდენად ეფექტურად მიმდინარეობს ეს პროგრამები, რა არის კიდევ გასაკეთებელი და მნიშვნელოვანია, ერთი ადგილი არ ვტკეპნოთ, რადგან ამ საკითხებზე წლებია ვსაუბრობთ და უფრო ეფექტური გამოსავალია მოსაძებნი და დღეს სამინისტროსთან და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებთან ერთად ვისაუბრებთ და გავცვლით ხედვებს, თუ რა შეიძლება გავაკეთოთ დამატებით ამ მიმართულებით", - აღნიშნა სახალხო დამცველმა.

მან ასევე ისაუბრა ეთნიკური უმცირესობის საბჭოს კომპეტენციების შესახებაც.

"საბჭო აკეთებს განცხადებებს, ამზადებს ანგარიშებს, როგორ მიმდინარეობს სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამისა თუ სამოქმედო გეგმის შესრულება უმცირესობების ინტეგრაციის მიმართულებით და ასევე, მისი ერთ-ერთი ფუნქციაა, სახალხო დამცველს მიაწოდოს ინფორმაცია, რამდენად ხდება ეთნიკური უმცირესობების უფლებების დაცვა და მათი რეკომენდაციები და ანგარიშები უკვე აისახება სახალხო დამცველის ყოველწლიურ ანგარიშებში", - განაცხადა ლომჯარიამ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს