ომბუდსმენი - ვფიქრობდით, რომ  სახელმწიფო ინსპექტორის კონკურსის გასაუბრების ეტაპზე გასვლის კრიტერიუმს აკმაყოფილებდა მხოლოდ ერთი კანდიდატურა და ეს იყო ლონდა თოლორაია

ვფიქრობდით, რომ სახელმწიფო ინსპექტორის კონკურსის გასაუბრების ეტაპზე გასვლის კრიტერიუმს აკმაყოფილებდა მხოლოდ ერთი კანდიდატურა და ეს იყო ლონდა თოლორაია - კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება, რისთვისაც ჩემს წარმომადგენელს მხარი არ დაუჭერია, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ განაცხადა.

მან სახელმწიფო ინსპექტორის კონკურსისა და იმის შესახებ ისაუბრა, რომ სახალხო დამცველის წარმომადგენლის მიმართ გარკვეული შენიშვნები იყო.

„სახალხო დამცველის წარმომადგენელსა და კომისიას შორის იყო განსხვავებული პოზიცია კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით, კერძოდ ჩვენ ვფიქრობდით, რომ გასაუბრების ეტაპზე გასვლის კრიტერიუმს აკმაყოფილებდა მხოლოდ ერთი კანდიდატურა და ეს იყო ლონდა თოლორაია, ხოლო ყველა სხვა კანდიდატს წარმოდგენილი არ ჰქონდა ის სავალდებულო დოკუმენტები თუ მასალა, რაც მოთხოვნილი იყო კონკურსით. კანდიდატებს უნდა წარმოედგინათ სამოტივაციო წერილი, მათი ხედვა, თუ როგორ ხედავდნენ ისინი სახელმწიფო ინსპექტორის აპარატის განვითარებას და ასევე, ადამიანის უფლებების ძირითადი გამოწვევები ქვეყანაში. არც ერთ კანდიდატს, ვინც თოლორაიას გარდა, დაბარებული იყო გასაუბრებაზე, აღნიშნული ხედვა წარმოდგენილი არ ჰქონია. ამიტომ, ჩემი წარმომადგენლის პოზიცია იყო, რომ ისინი არ უნდა ყოფილიყვნენ დაბარებულები გასაუბრებაზე და მხოლოდ ერთი კანდიდატი უნდა გადასულიყო, რაც შედეგად იწვევდა იმას, რომ კონკურსი თავიდან უნდა გამოცხადებულიყო. სამწუხაროდ, კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება უმრავლესობით, რისთვისაც ჩემს წარმომადგენელს მხარი არ დაუჭერია და დაბარებული იყვნენ სხვა კანდიდატებიც და ჩემმა წარმომადგენელმა უკვე აღარ მიიღო მონაწილეობა იმ პროცესში", - აღნიშნა ლომჯარიამ.

მისი განმარტებით, სახალხო დამცველის წარმომადგენელმა პროცესში მონაწილეობა იმიტომ არ გააგრძელა, რომ კომისიასთან პრინციპულ საკითხზე არსებობდა განსხვავებული პოზიცია.

„არასწორია ამაზე ხაზგასმა, რომ არ გამოცხადდა და თითქოს გარკვეულ ვალდებულებას აარიდა თავი. არსებობდა ძალიან მნიშვნელოვან საკითხზე პოზიციების შეუთავსებლობა, ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ ეს გასაუბრება და კონკურსი ჩატარებულიყო იმდაგვარად, რომ პროცესის მისამართით არანაირი კითხვა არ გაჩენილიყო. ჩვენ მხარს ვუჭერდით გამჭვირვალე და სწორ პროცესს. გარდა ამისა, საბოლოო შეხვედრა შეთანხმდა და დაიგეგმა იმდაგვარად, რომ ამასთან დაკავშირებით, მათ შორის ჩემი წარმომადგენლის მხრიდან არ ყოფილა თანხმობა გაცხადებული, რომ შეძლებდა მისვლას კონკრეტულ დროს. ამიტომ მე ვფიქრობ, პირიქით, კომისიამ უგულებელყო კომისიის ყველა წევრის ინტერესი, სრულად ყოფილიყვნენ ჩართულები პროცესში", - განაცხადა სახალხო დამცველმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა