ნინო ლომჯარია - მნიშვნელოვანი სიახლეა, რომ ODIHR დათანხმდა ომბუდსმენის მოთხოვნას და დააკვირდება მოსამართლეების შერჩევა-დანიშვნის პროცესს

ძალიან მნიშვნელოვანი სიახლეა, რომ ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ორგანიზაცია (OSCE/ODIHR) მოავლენს სადამკვირვებლო მისიას, რომელიც დააკვირდება მოსამართლეების შერჩევა-დანიშვნის პროცესს, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ განაცხადა.

ნინო ლომჯარიამ აღნიშნა, რომ სადამკვირვებლო მისია დააკვირდება უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების დანიშვნის პროცესს და იხელმძღვანელებს სპეციალური მეთოდოლოგიით.

„ძალიან მნიშვნელოვანი და კარგი სიახლე გვაქვს, რომ ეუთო, ODIHR დათანხმდა სახალხო დამცველის მოთხოვნას და განაცხადა თანხმობა იმაზე, რომ მოავლინოს სადამკვირვებლო მისია, რომელიც იხელმძღვანელებს სპეციალური მეთოდოლოგიით და დააკვირდება მოსამართლეების შერჩევა-დანიშვნის პროცესს. ასევე შეაფასებს ამ პროცესს როგორც იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, ასევე საქართველოს პარლამენტში. უმნიშვნელოვანესია, რომ ადგილობრივი დამკვირვებლების გარდა. ჩვენ გვეყოლება ძალიან კომპეტენტური და მაღალი კვალიფიკაციის საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიაც ამ პროცესზე დასაკვირვებლად", - აღნიშნა ლომჯარიამ.

საქართველოს სახალხო დამცველის მიმართვის საფუძველზე, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ორგანიზაცია (OSCE/ODIHR) საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის მიმდინარე პროცესს დააკვირდება.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო