„ჩაინა ლილო სითის" ტერიტორიაზე, სადაც გუშინ ხანძარი გაჩნდა, ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ

„ჩაინა ლილო სითის" ტერიტორიაზე, სადაც გუშინ ხანძარი გაჩნდა, ექსპერტ-კრიმინალისტები და გამომძიებლები მუშაობენ.

ისინი ხანძრის შედეგად დამწვარ მაღაზიებში საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ.

ექსპერტ-კრიმინალისტებთან ერთად დამწვარ ობიექტზე შევიდნენ დაზარალებულებიც. ისინი ადგილზე ეცნობიან ხანძრის შედეგად სავაჭრო ობიექტზე შექმნილ ვითარებას.

ლილოში, ე.წ. ჩინურ ბაზრობაზე ხანძარი გუშინ გაჩნდა. ხანძრის შედეგად დამწვარია, დაახლოებით 1 000 კვ.მ. ფართობი და პროდუქციის ნაწილი. ადგილზე 17 სახანძრო და 2 სამაშველო ბრიგადა მუშაობდა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - „ქართული ოცნების“ ეკონომიკური პროგრამა გაცილებით უფრო მოკრძალებული, მაგრამ, ამავდროულად, გაცილებით უფრო რეალისტურია
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2020
რევაზ კოპალაძე - ქვეყნებში, სადაც გულშემატკივრობენ საქართველოს, მტკივნეულად აღიქვამენ სახელმწიფოს ჩარევას „კავკასუს ონლაინის“ სამეწარმეო თავისუფლებაში