ირაკლი აბესაძე - ვაპირებთ მოვითხოვოთ ჯგუფის შექმნა, რომელიც „ქართული ოცნების“ ჩინოვნიკებზე ბიუჯეტიდან დახარჯული თანხების ოდენობას დაადგენს

ჩვენ ვაპირებთ მივმართოთ საქართველოს პარლამენტს მოთხოვნით, შეიქმნას მოკვლევის ჯგუფი, რომელიც დაადგენს, ყოველწლიურად ხმარდება თუ არა დაახლოებით 350-400 მილიონი ლარი ბიუჯეტიდან „ქართული ოცნების“ ჩინოვნიკებს, - ამის შესახებ, დღეს გამართულ ბრიფინგზე "ევროპული საქართველოს" წევრმა, დეპუტატმა ირაკლი აბესაძემ განაცხადა.

"როდესაც ვსაუბრობთ ბიუჯეტის ხარჯზე, „ქართული ოცნების“ აქტივისტების დასაქმებაზე, საქმე გვაქვს ძალიან სისტემურ და კარგად ორგანიზებულ კორუფციულ დანაშაულთან. ვგულისხმობ ასეულობით მილიონი ლარის მოხმარებას ბიუჯეტიდან „ქართული ოცნების" აქტივისტებზე. ამას ადასტურებს პრემიერ-მინისტრისა და ფინანსთა მინისტრის მხრიდან კანონმდებლობის უხეში დარღვევა, უარის თქმა დეპუტატებისთვის, რომ მათ იცოდნენ რამდენი ასეული მილიონი ლარი იხარჯება თვითმმართველობის ა(ა)იპ-ებში შრომით ანაზღურებაზე", - განაცხადა აბესაძემ.

მისივე თქმით, ფინანსთა მინისტრი და პრემიერ-მინისტრი ინფორმაციას მალავენ.

" სწორედ ამიტომ, ჩვენ ვაპირებთ მივმართოთ საქართველოს პარლამენტს, შეიქმნას მოკვლევის ჯგუფი, ვინაიდან ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული. მოკვლევის მოთხოვნასთნ ერთად, მისი შედეგებიდან გამომდინარე აუცილებლად მივმართავთ საქართველოს პროკურატურასაც, გამოიძონ, რატომ არსებობს ქვეყანაში ფორმალურად ორგანიზაციები, სადაც დასაქმებული პირები არ მუშაობენ, მათ "ქართული ოცნება" იყენებს პარტიული მიზნებისთვის, ხოლო ხელფასს იღებენ ბიუჯეტიდან, გადასახადების გადამხდელების ხარჯზე," - განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა