თბილისში გოლფის საერთაშორისო სამოყვარულო ტურნირი გაიმართება

საქართველოს გოლფის ფედერაციისა და სპორტული ტურიზმის ალიანსის ორგანიზებით, 17-19 ოქტომბერს, თბილისში გოლფის საერთაშორისო ტურნირი Taste and Play ჩატარდება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულუტურისა და სპორტის სამინისტროდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ტურნირის პრეზენტაცია „გალერეა თბილისში“ მდებარე რესტორან Chaikhana Bazar-ში გაიმართა. ღონისძიებას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე, გოლფის ფედერაციის, სპორტული ტურიზმის ალიანსისა და სხვადასხვა სპორტული ფედერაციის წარმომადგენლები, ჟურნალისტები და მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.

„ტურნირს, რომელშიც მონაწილეობას ქართველი და უცხოელი მოყვარული გოლფერები მიიღებენ, Tbilisi Hills Golf & Residences უმასპინძლებს. მონაწილეთა რეგისტრაცია სექტემბერში დასრულდება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა