კომიტეტის სხდომაზე, გიგა ბოკერიას ეკონომიკის მინისტრის მისამართით კითხვებს ხმაური მოჰყვა

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური კომიტეტის სხდომაზე, ოპოზიციონერი დეპუტატის გიგა ბოკერიას კითხვებს, ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას მისამართით, ხმაური მოჰყვა.

ჭიათურაში განვითარებულ პროცესებზე საუბრისას, ბოკერიამ თურნავას ჰკითხა, მიაჩნია თუ არა პრობლემად, რომ იქ პროცესებში კრიმინალური ავტორიტეტები ერეოდნენ და ხალხი გვერდით ქურდული სამყაროს წარმომადგენლებს გაყავდათ. ბოკერიამ თურნავას ასევე ჰკითხა, იცის თუ არა ვინ არის „რიჟა“.

ეკონომიკის მინისტრმა დეპუტატის კითხვები უპასუხოდ დატოვა. უმრავლესობის წევრებმა კი ბოკერიას მიმართეს, რომ ის კომიტეტში იმყოფებოდა კითხვების დასასმელად და არა დაკითხვის მოსაწყობად.

ამ თემაზე უმრავლესობა და ოპოზიცია შეკამათდა. ბოკერიამ მმართველი გუნდის წარმომადგენლებს მიმართა, რომ მისი უფლება იყო კითხვების დასმა, ხოლო უმრავლესობას ვაქხანალიის მოწყობის უფლებას არ ჰქონდა.

იხილეთ ვიდეო

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო