დავით ჭიჭინაძე ნათია თურნავას - ძაღლიც არ ჭამს იმ სოსისს, რომელსაც ჭიათურის მაღაროში დასაქმებულებს აწვდიდა კომპანია

ძაღლიც არ ჭამს იმ სოსისს, რომელსაც ჭიათურის მაღაროში დასაქმებულებს აწვდიდა კომპანია და თქვენ თვლით, რომ 2 ლარად, 1,80 ლარად შესაძლებელია ადამიანებისთვის უკეთესი ხარისხის დღიური ულუფის მიწოდება? ზოგადად, ამ ადამიანების ოთხჯერადი კვება 14 ლარად შესაძლებელია? - აღნიშნული კითხვა დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის სხდომაზე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, ნათია თურნავას დაუსვა.

ჭიჭიანაძე დაინტერესდა, რამ გადააწყვეტინა მინისტრს ჭიათურაში ჩასვლა - დასაქმებულების კრიტიკულმა მდგომარეობამ თუ კომპანიის ვალდებულებების შეუსრულებლობამ.

„თქვენ ახლა განაცხადეთ - კარგი იყო მედიაცია რომ შედგაო, მაგრამ იმ დღეს, დილით აცხადებდით, რომ ვერ ხედავდით ჩართვის საჭიროებას, რადგან არ იყო ამოწურული მედიაცია კომპანიასა და გაფიცულებს შორის. უკვე ამ დროისთვის სამი ადამიანი გადაყვანილი იყო სამკურნალოდ ძალიან ცუდი ფიზიკური მდგომარეობის გამო. შემდგომ კომიტეტზე გაკეთებულმა განცხადებებმა, დაძაბულობამ ამ საკითხის მიმართ გამოიწვია თქვენი იქ წასვლა. დღესაც იძახით, რომ სახელმწიფო ნაკლებად უნდა ჩაერიოს ზოგადად კერძო სტრუქტურების ურთიერთობაში. რამ გადაგაწყვეტინათ ჩარევა, იმან, რომ ეს ხალხი უკვე კრიტიკულად ძალიან მძიმე მდგომარეობაში იყო და ქვეყნის მასშტაბით იძაბებოდა სიტუაცია, თუ კომპანია არ უსრულებდა იმ პირობებს, რასაც ეს ადამიანები ითხოვდნენ?

ასევე, თქვენ ამბობთ, რომ ახლა მოხდა მორიგება. გახსოვთ, ფოტოც დავდე, რომ ძაღლიც არ ჭამს იმ სოსისს. რასაც კომპანია დასაქმებულებს აწვდიდა, თქვენ თვლით, რომ იმ ფასად, 2 ლარად, 1,80 ლარად შესაძლებელია ადამიანებისთვის დღიური ულუფის მიწოდება უკეთესი ხარისხის, ვიდრე კომპანია აწვდიდა? ზოგადად, ამ ადამიანების ოთხჯერადი კვება 14 ლარად შესაძლებელია? თან მაღალხარისხიანი კვება მიიღონ ამ ადამიანებმა იმ მძიმე შრომის პირობების შესაბამისად, რომელშიც ისინი იმყოფებიან? გარდა ამისა, მაინტერესებს, იყავით თუ არა თქვენ მაღაროში და ნახეთ თუ არა რა პირობებში შრომობენ ეს ადამიანები?“ - აღნიშნა ჭიჭინაძემ.

დეპუტატის კითხვაზე თურნავამ უპასუხა, რომ ტყიბულის მაღაროში ნამყოფია, თუმცა თუ საჭირო იქნება, ის მზად არის ჭიათურის მაღაროშიც ჩავიდეს და დასაქმებულების შრომის პირობებს ადგილზე გაეცნოს. მინისტრმა ჭიათურაში მიღწეულ შედეგზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სამინისტრო კვლავაც წერტილოვნად ჩაერევა, განსაკუთრებით იქ, სადაც აქცენტი გაკეთდება სოციალური პირობების არასათანადოდ უზრუნველყოფაზე, კვებისა და ჯანდაცვის პრობლემებზე.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა