ნათია თურნავა - რომან გოცირიძე ჩემი ლექტორი იყო უნივერსიტეტში, ნამდვილად ვერ ვაწყენინებ

დავიწყებ თანმიმდევრობით, ბატონი რომან გოცირიძის კითხვით, თუნდაც იმიტომ, რომ ჩემი ლექტორი იყო უნივერსიტეტში, ნამდვილად ვერ ვაწყენინებ, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ პარლამენტში განაცხადა.

მანამდე პარლამენტში დარგობრივი ეკონომიკის პოლიტიკის სხდომაზე კამათი იყო.

დეპუტატებს, მათ შორის ოპოზიციონერ დეპუტატებს შორის კამათი ეკონომიკის მინისტრის მიმართ დასმულ კითხვებზე პასუხების მიღების რიგითობამ გამოიწვია. ნათია თურნავას შეკითხვები რომან გოცირიძემ, გიგა ბოკერიამ და სერგი კაპანაძემ ერთმანეთის მიყოლებით დაუსვეს, თუმცა კაპანაძემ მის კითხვაზე პასუხის გაცემა დაუყოვნებლივ მოითხოვა და აღნიშნა, რომ კომიტეტზე ასეთი პროცედურა შეთანხმდა, რომ 5- წუთიან დროში მინისტრისთვის დეპუტატს კითხვაც უნდა დაესვა და პასუხიც მოესმინა.

თავის მხრივ ნათია თურნავა დაინტერესდა, რა მოეხერხებინა რომან გოცირიძის კითხვისთვის, რაზეც გიგა ბოკერიამ აღნიშნა, რომ თუ ჩათვლიდა საჭიროდ მინისტრი, პასუხი ბოლოში გაეცა.

„თითოეულ ფრაქციას აქვს 5 წუთი, ამ დროში უნდა იყოს დასმული კთხვა და პასუხი გაეცეს. ბატონმა რომანმა ამოწურა თავისი 5 წუთი და პასუხს არ დაელოდა, შემდეგ ბატონმა გიგამ დასვა კითხვა, პასუხი არ გაეცით. ახლა ჩემი ჯერი მოვიდა. გისვამთ კითხვას - „ემენ ლოჯისტიკი“ კომპანია თუ გსმენიათ და რას საქმიანობს“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

თავის მხრივ ნათია თურნავამ პასუხის გაცემა რომან გოცირიძის კითხვიდან დაიწყო.

„დავიწყებ თანმიმდევრობით, ბატონი რომანის კითხვით, თუნდაც იმიტომ, რომ ლექტორი იყო ჩემი უნივერსიტეტში, ნამდვილად ვერ ვაწყენინებ“, - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

მინისტრის ამ განცხადებას სხდომათა დარბაზში ხმაური და კამათი მოყვა. ერთმანეთს სიტყვიერად მათ შორის ოპოზიციონერი დეპუტატები, გიგა ბოკერია, სერგი კაპანაძე და სალომე სამადაშვილი დაუპირისპირდნენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა