რომან გოცირიძე ნათია თურნავას - დღეს ჭიათურას თაღლითები და მთავრობის მიერ დასმული პირები მართავენ

პირდაპირ შემიძლია გითხრათ, დღეს ჭიათურას მართავენ თაღლითები და მთავრობის მიერ დასმული პირები, - ასე მიმართა ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ პარლამენტში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს ნათია თურნავას.

რომან გოცირიძემ „ჯორჯიან მანგანეზის“ დროებითი მმართველს „ხელისუფლების ზონდერი“ უწოდა.

„თქვენ აქ არაერთხელ ახსენეთ დამსაქმებელი, დამსაქმებელი არის ამ კომპანიის მეპატრონე, რომელიც თქვენ ანუ მთავრობამ გააგდო, 2 წელიწადია ქონება ჩამოართვით, დაინიშნა სახელმწიფო მმართველი და დღეს ჭიათურას მართავენ პირდაპირ შემიძლია გითხრათ, თაღლითები და მთავრობის მიერ დასმული პირები, რომლებიც ორი წელიწადია თქვლეფენ, ასე ვთქვათ ნაღებს იღებენ იქიდან. 2 წლის განმავლობაში ის პრობლემები, რომლებიც იყო დაგროვილი და რის გამოც შევიდა დროებითი მმართველობა, არ გადაჭრილა. სად იყო დროებითი მმართველი 2 წლის განმავლობაში? 300 მილიონიანი ჯარიმა დააკისრეს კომპანიას, რომელიც უფრო მეტია, ვიდრე მისი აქტივების მთლიანი ღირებულება. ეკოლოგიური პრობლემებიდან გამომდინარე, გამოიყენეთ მეთოდი, გაწიეთ განზე მესაკუთრეები და დასვით, ასე ვთქვათ, საკუთარი საეჭვო პირები, ის ადამიანები, რომლებიც სხვათა შორის, „რუსთავი 2“-ის გაკოტრების ინიციატორები იყვნენ და დღეს დროებითი მმართველი ვინმე ჩიქოვანია ის, ვინც „რუსთავი 2“ - საც ებრძოდა. ეს არის ხელისუფლების ზონდერი დანიშნული ჭიათურაში და თქვენ ფიქრობთ, რომ ამ ადამიანებს შეუძლია ჭიათურის პრობლემის მოგვარება?“-აღნიშნა გოცირიძემ.

ოპოზიციონერი დეპუტატი დაინტერესდა, იყო თუ არა კომუნიკაცია კომპანიის მესაკუთრესთან და აპირებს თუ არა სახელმწიფო მისთვის კომპანიის დაბრუნებას.

„თქვენ როგორც შუამავლის როლის მოთამაშე, ვისთან იყავით შუამავალი - შრომით კოლექტივსა და სახელმწიფოს მიერ დანიშნულ მმართველს შორის, თუ გქონდათ რაიმე კომუნიკაცია მესაკუთრეებთან? როდის დაუბრუნდება მესაკუთრეს ქონება?“-განაცხადა გოცირიძემ.

ცნობისთვის, პარლამენტში ამ წუთებში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს ნათია თურნავას დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე უსმენენ.

საკომიტეტო მოსმენა შემდეგ საკითხებზე იმართება: ჭიათურაში მაღაროელების გაფიცვა, ფოთის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა, 2019 წლის 21 აპრილს პანკისის ხეობაში განვითარებული მოვლენები და “გაზპრომთან“ გაფორმებული ხელშეკრულება.

ამის შესახებ ჟურნალისტებს ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ პარლამენტში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას მოსმენამდე განუცხადა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა