ნათია თურნავა სალომე სამადაშვილს - ანაკლიის პროექტს ვერავინ დააზიანებს, რადგან მას გვერდით სახელმწიფო უდგას

ანაკლიის ღრმაწლოვანი პორტის პროექტი არის პრიორიტეტი და არც ერთი ისეთი გადაწყვეტილება არ მიგვიღია, რაც ანაკლიის პროექტს დააზარალებს, - ამის შესახებ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე, ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ ოპოზიციონერი დეპუტეტის სალომე სამადაშვილის შეკითხვის პასუხად განაცხადა.

თავის მხრივ სამადაშვილი დაინტერესდა, დააფრთხო თუ არა ინვესტორები და დააზარალა თუ არა ანაკლიის პორტი იმ ინფორმაციის გაჟონვამ, რომ არსებობს კონკურენტი პროექტი ფოთის პორტის სახით.

ნათია თურნავამ, სამადაშვილის პასუხად კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ფოთის პორტთან დაკავშირებით გაიცა მიწათსარგებლობის დოკუმენტი, რაც მშენებლობის დაწყების წინაპირობა არ არის და ეს დოკუმენტი გაუქმებულია.

„ანაკლიის პროექტს ვერავინ ვერ დააზიანებს, რადგან მას გვერდით სახელმწიფო უდგას“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

მინისტრის პასუხი სალომე სამადაშვილისათვის არადამაკმაყოფილები აღმოჩნდა. დეპუტატმა თურნავას დღევანდელ მოხსენებას „სულელური პრეზენტაცია“ უწოდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა