ახალციხეში ტყის ხანძრების პრევენციის მიზნით შეხვედრა გაიმართა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინიციატივით, ახალციხეში ტყის ხანძრების პრევენციის მიზნით შეხვედრა გაიმართა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან აცნობეს.

უწყების ცნობით, სპეციალურად მოწვეული შეხვედრა სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორთან გაიმართა. შეხვედრას, ასევე, გარემოს ეროვნული სააგენტოს და ეროვნული სატყეო სააგენტოს რეგიონული წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საზაფხულო სეზონთან დაკავშირებული საფრთხეების ზრდის პრევენციის საშუალებებს. დაისახა ერთობლივი სამოქმედო გეგმა, რითაც შესაძლებელი გახდება, ტყის ხანძრების გაჩენის რისკების თავიდან არიდება. სტრუქტურებს მუდმივი კომუნიკაცია ექნებათ ერთმანეთთან და მონიტორინგს გაუწევენ რეგიონის მასშტაბით არსებულ მაღალი რისკის მქონე ტერიტორიებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოუწოდებს მოქალაქეებს, გამოიჩინონ მეტი სიფრთხილე და პასუხისმგებლობა, რათა არ შეუქმნან საფრთხე ახლომდებარე დასახლებულ პუნქტებს, მინდვრებსა და ტყის მასივებს.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს