ნათია  თურნავა რომან გოცირიძეს - მთელი ეს მსჯელობა ჭიათურაზე, ღია კარის მტვრევას გავს

მთელი ეს მსჯელობა ჭიათურაზე, ცოტა არ იყოს ღია კარის მტვრევას გავს, - ამის შესახებ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე, ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, რომან გოცირიძეს შეკითხვის პასუხად განაცხადა.

რომან გოცირიძის განცხადების საპასუხოდ, რომ დღეს ჭიათურას მართავენ თაღლითები და მთავრობის მიერ დასმული პირები და დროებითმა მმართველმა პრობლემები ვერ გადაჭრა, მინისტრი აცხადებს, რომ დროებითი მმართველის არსებობამ მთავრობას მედიაციაში ჩართვისთვის მეტი საშუალება მისცა.

„დროებითი მმართველის ინსტიტუტი, ეს კანონით დაშვებული ფორმაა, რომელსაც წინა ხელისუფლებაც აქტიურად იყენებდა. ეს სახელმწიფოს უფლებაა და სხვათაშორის, დროებითი მმართველის არსებობამ უფრო გაბედულად მოგვცა საშუალება, რომ მედიაციაში ჩავრეულიყავით, იმიტომ, რომ რასაკვირველია ჩვენი წილი პასუხისმგებლობა ყველაფერზე, მათ შორის რაც ხდება ჭიათურაში, არსებობს. ჩვენ ამ პასუხისმგებლობას ვგრძნობთ.

მთელი ეს მსჯელობა ჭიათურაზე, ცოტა არ იყოს ღია კარის მტვრევას გავს. სერიოზული პრობლემა იყო. მთავრობა საკმაოდ ეფექტურად ჩაერია მედიაციის ნაწილში. ორივე მხრიდან გაჩნდა კეთილი ნება, რომ შეთანხმებულიყვნენ და შეთანხმდნენ, მაგრამ ჩვენ გავაგრძელებთ მონიტორინგს, მათ შორის ეკოლოგიური მიმართულებით, შრომის პირობების დაცვის მიმართულებით, კვება, ჯანდაცვა და ყველაფერი, რაც ჩვენს პასუხისმგებლობას განეკუთვნება,“-აცხადებს მინისტრი.

ნათია თურნავამ ასევე განაცხადა, რომ რომან გოცირიძის მიერ ნახსენები ამერიკის კონგრესში შესული რეზოლუცია ჭიათურის ქეისთან კონკრეტულად კავშირში არაა და ესაა ამერიკის ერთ-ერთი სენატორის მიერ წამოწყებული ინიციატივა, რომელსაც კანონად ქცევის პერსპექტივა არ აქვს და ეხება სულ სხვა საკითხებს.

შეგახსენებთ, რომ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ-ის მშენებლობის და ტექნიკური ზედამხედველობის სააგენტოს ხელმძღვანელი გრიგოლ კაკაურიძე თანამდებობიდან გაათავისუფლა.

კაკაურიძის გათავისუფლების მიზეზი მისივე ბრძანება გახდა, რომლის ფარგლებშიც სს “კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგურს” დაუმტკიცდა საზღვაო ნავსადგურის ჩრდილოეთით ახალი ღრმაწყლოვანი მრავალფუნქციური ნავსადგურის მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა