ნათია თურნავა - სხვადასხვა მთავრობის პირობებში ვმუშაობდი ეკონომიკის სამინისტროში, 2006 წელს წამოვედი, რადგან ჩემი ადგილი იქ არ იყო

2006 წლიდან ეკონომიკის სამინისტრო ტერორის მანქანის ჭანჭიკად გადაიქცა ბიზნესის მიმართ. არ გამიკვირდება ასეთი რამ თუ ხდებოდა იმ პერიოდში, მათ შორის, მსხვილი საწარმოების მიმართ, რადგან მსხვილი საწარმოები იყო ერთ-ერთი სამიზნე,- ამის შესახებ ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ჭიათურის მაჟორიტარის მიერ გავრცელებული ინფორმაციაზე განაცხადა, რომელმაც აღნიშნა, რომ 2006 წელს ჭიათურ-მანგანუმი სპეციალურად გააკოტრა მთავრობამ.

ნათია თურნავას აღნიშნულ საკითხზე პასუხის გაცემა მოსთხოვა „ევროპული საქართველოს“ წევრმა სერგიმ კაპანაძემ, რომელმაც მინისტრს შეახსენა, რომ სწორედ 2006 წელს ის იყო მინისტრის მოადგილე.

ნათია თურნავას თქმით, ის მინისტრის მოადგილის პოსტიდან სწორედ 2006 წელს წამოვიდა, რადგან არ მიაჩნდა სწორად ის ქმედებები, რასაც მაშინ უწყება აკეთებდა.

“მე სხვადასხვა მთავრობის პირობებში ვმუშაობდი ეკონომიკის სამინისტროში მაღალ თანამდებობებზე, თუმცა ყოველთვის ვემსახურებოდი ჩემს საქმეს. 2006 წელს მე წამოვედი თანამდებობიდან და ჩემი წამოსვლის ერთ-ერთი მიზეზი ისიც იყო, რომ არც ჩემი ადგილი იყო ისეთ ეკონომიკის სამინისტროში, რადაც ის გადაიქცა 2006 წლიდან და ეჭვი მაქვს არც იმდროინდელ მინისტრებს ექნებოდათ სურვილი ჩემთან თანამშრომლობის. სამინისტრო, რომელიც 2004-2005 წლებში, სხვადასხვა მინისტრის ხელმძღვანელობის დროს, როცა იდგა მნიშვნელოვანი რეფორმების სათავეში, შემდეგ გადაიქცა ტერორის მანქანის ჭანჭიკად ბიზნესის მიმართ. მე ამას სრული პასუხისმგებლობით ვამბობ. მე არ გამიკვირდება ასეთი რამ თუ ხდებოდა იმ პერიოდში, მათ შორის, მსხვილი საწარმოების მიმართ, რადგან მსხვილი საწარმოები იყო ერთ-ერთი სამიზნე“,- განაცხადა თურნავამ.

დღეს, კომიტეტის სხდომაზე ჭიათურის მაჟორიტარმა დეპუტატმა სულხან მახათაძემ განცხადება გააკეთა. „თაღლითობა იყო ის, რომ 2006 წელს „ჭიათურ-მანგანუმი“ გააკოტრეთ და თუ არ ვცდები 125 მილიონად გაყიდეთ, ზესტაფონის ფერო, „ჭიათურ-მანგანუმი“ და „ვარციხე-ჰესი“, - ასე მიმართა ოპოზიციონერ დეპუტატებს, მათ შორის რომან გოცირიძეს ჭიათურის მაჟორიტარმა დეპუტატმა სულხან მახათაძემ პარლამენტის კომიტეტის სხდომაზე.

ვიქტორ ყიფიანი - როგორიც არ უნდა იყოს რეგიონალური თუ საერთაშორისო კონიუქტურა, რისკების ასაცილებლად და შესაძლებლობების გამოსაყენებლად გზები დამოუკიდებლად უნდა ვეძებოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 07.08.2020
იგორ ტიშკევიჩი - უახლოესი 3-4 წელი მოსკოვის აგრესიული პოლიტიკის გამო პოსტსაბჭოთა ქვეყნებისთვის მშვიდობიანი ვერ იქნება
სიახლე ლიბერთის CASH-IN ბანკომატებში: უნიკალური სერვისი - „ვალუტის კონვერტაცია უბარათოდ“ უკვე ხელმისაწვდომია
ქართულმა ფარმაცევტულმა საწარმო „ავერსი-რაციონალმა“ საერთაშორისო აღიარება კიდევ ერთხელ მოიპოვა
ბიზნეს და საჯარო მონაცემების პირველი ერთიანი პლატფორმა საქართველოში
როგორ გაუზომავენ სიცხეს მოსწავლეთა ერთდროულ ნაკადს?
ბარათიდან თანხის განაღდების ახალი სერვისი ლიბერთის მომხმარებლისთვის „ნიკორა სუპერმარკეტის“ ქსელში
ახალი Galaxy Note 20 და Note 20 Ultra წინასწარი შეკვეთა დაიწყო