ნათია თურნავა -  მე გახლავართ მინისტრი და ნება მიბოძეთ,  პროცესი ისე წარვმართო, როგორც საჭიროდ ჩავთვლი

მე გახლავათ მინისტრი და ნება მიბოძეთ, პროცესი ისე წარვმართო, როგორც საჭიროდ ჩავთვლი - ანაკლიის პროექტს ვუდგავართ გვერდით, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ დარგობრივი ეკონომიკის სხდომის მიმდინარეობისას განაცხადა.

მინისტრის განცხადებით, სამწუხაროა, რომ „ნაციონალური მოძრაობა" საკითხზე ინფორმირებული არ არის და აღნიშნავს, რომ ფოთის პორტთან დაკავშირებით მიმდინარეობს შიდა მოკვლევა, რომლის მიზანიც სისტემური ხარვეზის გამოვლენაა. თურნავა აღნიშნავს, რომ შიდა მოკვლევის დასრულების შემდეგ, სამინისტრო გაასაჯაროებს ყველა იმ ინფორმაციას, რომელიც საზოგადოებას აინტერესებს. ეკონომიკის მინისტრი ასევე დებს პირობას, რომ ანაკლიის პორტის განხორციელების გზაზე, რაიმე რისკების აღმოჩენის შემთხვევაში, რომელიც პროექტის განხორციელებას შეუშლის ხელს, სახელმწიფოს ადეკვატური რეაგირება ექნება.

„ანაკლიის პორტი არ დაზარალებულა და ჩვენ ამ პროექტს ვუდგავართ გვერდით. ფოთის პორტთან დაკავშირებით კი მიმდინარეობს შიდა მოკვლევა, არა იმიტომ, რომ ვინმე დაისაჯოს, არამედ იმისთვის, რომ გაირკვეს რამ ვერ იმუშავა სისტემაში. გვაქვს პროექტი ანაკლია, რომელსაც ვუწყობთ ხელს და ახლა ველოდებით ინვესტორის ნაბიჯს. მე გახლავათ მინისტრი და ნება მიბოძეთ ისე წავმართო პროცესი, როგორც საჭიროდ ჩავთვლი",- განაცხადა ნათია თურნავამ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს