სერგი კაპანაძე - ჭიათურის მაჟორიტარი ამბობს, რომ 2006 წელს მოხდა კომპანიის ხელოვნურად გაკოტრება, მაშინ ნათია თურნავა მინისტრის მოადგილე იყო

ჭიათურის მაჟორიტარი დეპუტატი ამბობს, რომ 2006 წელს მოხდა კომპანიის გაკოტრება ხელოვნურად. ეს სერიოზული ბრალდებაა და მაშინ ნათია თურნავა მინისტრის მოადგილე იყო, - ამის შესახებ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა სერგი კაპანაძემ განაცხადა. კაპანაძე ჭიათურის მაჟორიტარის იმ განცხადებას გამოეხმუარა, რომლის მიხედვითაც, 2006 წელს ხელისუფლებამ „ჭიათურ-მანგანუმი“ ხელოვნურად გააკოტრა. კაპანაძემ ეკონომიკის მინისტრს შეახსენა, რომ ამ პერიოდში ის ეკონომიკის მინისტრის მოადგილის თანამდებობას იკავებდა და დაინტერესდა ეთანხმება თუ არა ამ განცხადებას.

„2006 წელს თქვენ მინისტრის მოადგილე იყვავით. ჭიათურის მაჟორიტარი დეპუტატი ამბობს, რომ 2006 წელს მოხდა კომპანიის გაკოტრება ხელოვნურად. ეს სერიოზული ბრალდებაა. მაშინ ნათია თურნავა მინისტრის მოადგილე იყო. იქნებ გაგვაგებინოთ ქალბატონი ნათია არის თუ არა ამ საკითხზე პასუხისმგებელი. ან იქნებ არ ეთანხმება“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო