რომან გოცირიძე ნათია თურნავას - მე კარგი ადვოკატიც ვარ და შეიძლება დაგჭირდეთ, თუ ასე დამალავთ რაღაცებს

მე კარგი ადვოკატიც ვარ, თუ დაგჭირდათ მომიწვიეთ და შეიძლება დაგჭირდეთ, ასე თუ დამალავთ რაღაცებს, - ასე უპასუხა ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძემ ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავას, მას შემდეგ, რაც ეკონომიკის მინისტრმა დეპუტატს შემდეგი რეპლიკით მიმართა: ბატონო რომან, თუ გამომიჩნდება შიდა აუდიტორის ვაკანსია, აუცილებლად, სიამოვნებით მოგიწვევთ. ძალიან კარგი პოტენციალი გაქვთ, როგორც ვატყობ და შემართება.

თურნავასა და გოცირიძეს შორის აღნიშნული საუბარი „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის შეკითხვას მოჰყვა იმის შესახებ, იცოდა თუ არა ნათია თურნავას მოადგილემ, გენადი არველაძემ ფოთის პორტის მშენებლობის ნებართვასთან დაკავშირებით არსებული დოკუმენტაციის შესახებ.

ეკონომიკის მინისტრს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე უკვე რამდენიმე საათია უსმენენ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო