ელენე ხოშტარია საარჩევნო დარღვევის ფაქტებს ასაჯაროებს

ბლოკი „ევროპული საქართველო - თავისუფალი დემოკრატების“ წევრი ელენე ხოშტარია საარჩევნო დარღვევის ფაქტებს ასაჯაროებს.

კერძოდ, როგორც ხოშტარიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, გადასატან ყუთზე ცესკომ დაარეგისტრირა ამომრჩევლები, რომელთაც დამოუკიდებლად გადაადგილება შეუძლიათ, რისი ვიდეო- და ფოტომასალაც ელენე ხოშტარიამ ჟურნალისტებს წარუდგინა.

„მაგალითად, მე-18 უბანზე რეგისტრირებული ეთერ დანელია დღეს დილით დამოუკიდებლად გადაადგილდებოდა მაღაზიაში. ეთერ დანელიას ნათლული ანა გელოვანი, „ქართული ოცნების“ აქტივისტი, მუშაობს საქართველოს რკინიგზაში, არის ჩართული არჩევნებში, მე-18 უბანზე ხმების მობილიზებაში.

მე-12 უბანი: - ლამარა კუბლაშვილი, ეთერ დანელიას მსგავსად საკუთარი ფეხით გადაადგილდებოდა ქუჩაში.

პირველი ტურის დასრულების შემდეგ გადასატანი ყუთის სიას 234 ამომრჩეველი დაემატა. აღნიშნული ფაქტი შეიცავს ხმის მიცემის ფარულობის და ამომრჩევლეზე ზეწოლის რისკს.

მივმართავ არასამთავრობო ორგანიზაციებს, განსაკუთრებული ყურადღებით იყვნენ გადასატან ყუთებთან მიმართებაში და უზრუნველყონ, დაემხარონ ამომრჩევლებს, რომ მათ სასურველი კანდიდატი შემოხაზონ ფარულად. ასევე მოვითხოვთ ცესკოსგან, სასწრაფოდ ამოიღონ სიიდან ის ადამიანები, ვინც გადასატანი ყუთების სიაში არ უნდა იყვნენ", - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს