კახა ოქრიაშვილი - ანაკლიის პორტი უნდა ააშენოს იმ ინვესტორმა, რომელიც დღეს მუშაობს, არავითარი ნებართვა ფოთის პორტზე არ უნდა გაიცეს

ანაკლიის პორტი უნდა ააშენოს იმ ინვესტორმა, რომელიც დღეს მუშაობს. არავითარი ნებართვები ფოთის პორტზე არ უნდა გაიცეს, - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა კახა ოქრიაშვილმა დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ფოთის პორტი ერთ-ერთი ძვირი ტარიფების მქონე კომპანიაა.

„ანაკლიის პორტი უნდა ააშენოს იმ ინვესტორმა, რომელიც დღეს მუშაობს. ძალიან მნიშვნელოვანია ეს ჩვენი საინვესტიციო კლიმატის აღქმისთვის. ჩემთვის მიუღებელია დღევანდელი შეხვედრა, სადაც საგამოძიებო ორგანოში მგონია თავი. ეს მიუღებელია. თუ საჭიროა კომისიების შექმნა, შევქმნათ და იქ ვიმუშათ ამ რეჟიმში. რა მოცემულობა გვაქვს პორტებთან დაკავშირებით? არსებობს ფოთის პორტი, არის ინვესტორი უკვე 10 წელია. სამწუხაროდ, ფოთის პორტში არის ძალიან მაღალი ტარიფები, როგორც ვიცი, ერთ-ერთი მაღალი ტარიფები აქვთ, რაც რეგიონში და ევროპაში არსებობს. ეს პრობლემაა. 10 წელია ეს ინვესტორი არსებობს და ქმედითი ნაბიჯები აქამდე მისი მხრიდან, რომ გააკეთოს ღრმაწყლოვანი პორტი არ გადადგმულა. გამოჩნდა ახალი პროექტი ანაკლიის, მან გაიარა გზა, არის დიდი თანხები ჩადებული და ამ დროს ფოთის პორტში ხდება სკანდალი, ხდება ინფორმაციის გაჟონვა რომ იქაც აპირებს ინვესტორი პორტის გაკეთებას. ვფიქრობ, ამ ინფორმაციის გაჟონვაში არის მოტივაცია, რომ ანაკლიის პორტი არ გაკეთდეს. არავითარი ნებართვები ფოთის პორტზე არ უნდა გაიცეს“,- განაცხადა ოქრიაშვილმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს