იუსტიციის უმაღლეს საბჭოს სხდომაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მსურველების კანდიდატებად რეგისტრაციაზე მსჯელობენ

იუსტიციის უმაღლეს საბჭოს სხდომაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მსურველების კანდიდატებად რეგისტრაციაზე მსჯელობენ.

სხდომა დაწყებისთანავე საბჭოს მდივანმა, გიორგი მიქაუტაძემ დატოვა, ვინაიდან ის უზენაეს სასამართლოში მოსამართლეობის მსურველთა 144-კაციან სიაშია.

მის ნაცვლად სხდომას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი დიმიტრი გვრიტიშვილი უძღვება.

საბჭო სიაში წარმოდგენილი 144 პირიდან კანდიდატებს აირჩევს, რომლებიც აკმაყოფილებენ ნორმებს.

დიმიტრი გვრიტიშვილის თქმით, საბჭო იმ ცალკეულ, კონკრეტულ კანდიდატებს განიხილავს, რომელთაც საბჭოს წევრების მოსაზრებით, სავარაუდოდ, აპლიკაციის შევსებისას ხარვეზი აქვთ. კენჭისყრაზე ბოლოს, ცალ-ცალკე პირებს, ვინც საბჭოს წევრების აზრით, კანდიდატად დარეგისტრირების პროცესიდან გამორიცხული უნდა იყვნენ, კენჭი ეყრებათ, ხოლო დანარჩენ პირებზე ჩაითვლება, რომ მათ მიმართ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს პრეტენზიები არ აქვთ.

აღნიშნული პროცედურის შემდეგ, განმცხადებლებს, რომლებსაც უარი ეთქვათ რეგისტაციაზე, ექნებათ ორი სამუშაო დღე იმისთვის, რომ საბჭოს უარი გაასაჩივრონ.

შემდეგ კი საბჭო 50-კაციან სიაზე დაიწყებს მუშაობას.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო