გადაუდებელი დახმარების ცენტრს 7 რეანიმობილი და სასწრაფოს ორი სპეცმანქანა შეემატა

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ავტოპარკს 7 რეანიმობილი და სასწრაფოს 2 სპეცმანქანა შეემატა. ეკიპაჟების აღჭურვილობა ჯანდაცვის მინისტრის პირველ მოადგილეს, ზაზა ბოხუას საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორმა, ავთანდილ თალაკვაძემ პირადად გააცნო. მანვე სასწრაფო დახმარების ტექნიკური განვითარების შესახებ ფოტოგამოფენაც დაათვალიერა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ჯანდაცვის სამინისტროდან აცნობეს, რეანიმობილები კლინიკებს შორის კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფ პაციენტთა გადასაყვანად და საგანგებო სიტუაციების დროს, ადგილზე გადაუდებელი სამედიცინო დახმარების მიწოდებისთვის გამოიყენება. ევროსტანდარტების შესაბამისი, თანამედროვე სამედიცინო აპარატურით დაკომპლექტებული სპეცტრანსპორტით ყველა სიმძიმის პაციენტის სამედიცინო ტრანსპორტირება იქნება უზრუნველყოფილი. რეანიმობილები ხელოვნური სუნთქვის აპარატებით, პაციენტის რეანიმაციული მონიტორებით, გადასასხმელი ხსნარების ტემპერატურის მარეგულირებელი სხვადასხვა ტიპის საინფუზიო მოწყობილობებით, დეფიბრილატორებით, ელექტრომქაჩებით, მაღალი ტვირთამწეობის საკაცეებითა და საფიქსაციო მოწყობილობებით არის აღჭურვილი.

მათივე ინფორმაციით, 2 მაღალი გამავლობის, სამედიცინო წესით აღჭურვილი სპეცმანქანით შეივსება სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტოპარკი. ტექნიკური მახასიათებლების გათვალისწინებით, ეკიპაჟების საშუალებით ყველა ტიპის რელიეფზე გადაადგილება და პაციენტისთვის სრულფასოვანი პირველადი გადაუდებელი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა იქნება შესაძლებელი.

„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრისთვის სპეცმანქანების გადაცემა გადაუდებელი სამედიცინო დახმარების განვითარებას ისახავს მიზნად“, - აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ვიდეო: საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს 7 რეანომობილი და სასწრაფოს 2 სპეცმანქანა შეემატა

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო