რუსეთი და აშშ საზღვაო ინციდენტში ერთმანეთს ადანაშაულებენ

რუსეთის წყნარი ოკეანის ფლოტის პრეს-სამსახურის ცნობით, ამერიკის სამხედრო-საზღვაო ძალების კრეისერმა Chancellorsville მოულოდნელად გზა გადაუჭრა დიდ რუსულ ხომალდსაწინააღმდეგო გემს „ადმირალ ვინოგრადოვს“. ინციდენტი აღმოსავლეთ-ჩინეთის ზღვაში მოხდა. „Chancellorsville“-მ მოულოდნელად კურსი შეიცვალა და სულ რაღაც 50 მეტრში გაუარა „ადმირალ ვინოგრადოვს“. შეჯახების თავიდან ასაცილებლად, რუსულ გემს სასწრაფო მანევრის გაკეთება დასჭირდა. რუსებმა საერთაშორისო რადიოსაკომუნიკაციო სისტემით ამერიკელებს პროტესტი გადასცეს. ამ ცნობას „რია ნოვოსტი“ ავრცელებს.

საწინააღმდეგო ვერსიას აქვეყნებს „ბი-ბი-სი“. აშშ-ის მეშვიდე ფლოტის მეთაურმა, კლეიტონ დოსმა კი პირიქით, რუსებს დასდო ბრალი „სახიფთო მოქმედებებში“ და „არაპროფესიონალიზმში“. ადმირალის თქმით, რუსულმა გემმა განახორციელა სახიფათო მანევრი ამერიკულის წინააღმდეგ და გემებმა სულ რაღაც 15-30 მეტრში გაუარეს ერთმანეთს. ამერიკელებმა ინციდენტის ადგილად ფილიპინების ზღვა დაასახელეს.

იხილეთ ვიდეო: რუსული და ამერიკული სამხედრო საზღვაო ხომალდები წყნარი ოკეანის დასავლეთ ნაწილში ერთმანეთს ლამის შეეჯახნენ

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო