ეკა ბერიძე - მერწმუნეთ, ძალიან მალე დადგება დრო, როდესაც წყლის შეწყვეტა იშვიათი მოვლენა გახდება ჩვენს ქალაქში

მერწმუნეთ, ძალიან მალე დადგება დრო, როდესაც წყლის შეწყვეტა იშვიათი მოვლენა გახდება ჩვენს ქალაქში, - ამის შესახებ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” კომუნიკაციების დირექტორმა ეკა ბერიძემ წყლის მიწოდებასთან დაკავშირებით შეზღუდვების თაობაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, წყლის მიწოდებასთან დაკავშირებული შეზღუდვები წელს ძირითადად სარეაბილიტაციო სამუშაოებს უკავშირდება.

„წყლის ხშირი წყვეტა სხვადასხვა მიზეზს უკავშირდება. წელს უფრო მეტად ეს რეაბილიტაციებთან არის დაკავშირებული. სწორედ ისეთ ქუჩებზე, სადაც ხშირ შემთხვევაში ხდება ავარია, მილებს ვცვლით. ეს ჩვენი ინტენსიური პროგრამა რამდენიმე წლის განმავლობაში გაგრძელდება. არსებობს მილის ავარიული დაზიანებები, რაც ხდება მოულოდნელად. ზოგჯერ, როცა წყლის შეწყვეტის თაობაზე, მესიჯი არ მოგდით, ეს ალბათ დაკავშირებულია იმასთან, რომ წყლის დაკეტვის საჭიროება ძალიან სწრაფად დადგა და ამიტომ ვერ მოვასწარით საზოგადოების ინფორმირება. ამასთან, მინდა დაგარწმუნოთ, სწორედ იმიტომ შემოვიღეთ სმს სერვისი, რომ ჩვენი მომხმარებელი წინასწარ გავაფრთხილოთ მოსალოდნელი სამუშაოს შესახებ.

მერწმუნეთ, ძალიან მალე დადგება დრო, როდესაც ეს იშვიათი მოვლენა გახდება, ყოველ შემთხვევაში ჩვენს ქალაქში," - აღნიშნა ეკა ბერიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა