ნათია თურნავა ზედამხედველობის სააგენტოს ყოფილ ხელმძღვანელზე - როცა მნიშვნელოვან პროექტზეა საუბარი, მას ჩემთან კომუნიკაცია უნდა მოეხდინა

რა თქმა უნდა, არ იყო ვალდებული, რომ ჩავეყენებინე ახალმოსული მინისტრი საქმის კურსში იმასთან დაკავშირებით, რომ ბოლოშია პროცედურა გასული და ეს დოკუმენტი გაიცემა, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ პარალამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე ფოთის ღრმაწყლოვანი პორტთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

როგორც თურნავა აცხადებს, ბრძანება, რომლის გაცემის გამოც სამშენებლო და ტექნიკური ზედამხედველობის სააგენტოს ხელმძღვანელი გაათავისუფლა, უმნიშვნელოა, თუმცა პროექტის მნიშვნელობიდან გამომდინარე საჭირო იყო მასთან ყოფილიყო კომუნიკაცია.

„სიპის ხელმძღვანელი, რა თქმა უნდა, არ იყო ვალდებული, რომ ჩავეყენებინეთ ახალმოსული მინისტრი საქმის კურსში იმასთან დაკავშირებით, რომ ბოლოშია პროცედურა გასული და ეს დოკუმენტი გაიცემა , მაგრამ რასაკვირველია, როდესაც საუბარია მნიშვნელოვან თემაზე, მნიშვნელოვან პროექტზე, მნიშვნელოვან ინვესტორზე, მას ეს კომუნიკაცია აუცილებლად უნდა მოეხდინა უშუალოდ ჩემთან, მის ხელმძღვანელთან, რომელიც მაგ დროისთვის სულ რამდენიმე დღის მოსული იყო“, -აცხადებს მინისტრი.

ნათია თურნავამ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ბრძანების გაცემასთან დაკავშირებული პროცესი მის თანამდებობაზე დანიშვნამდე დაიწყო.

„რაც შეეეხება ვინ იცოდა, ვინ არ იცოდა, როგორ მოხდა ამის გაცემა, ფაქტია, რომ პროცესი იქამდე დაიწყო, ვიდრე მე დავინიშნებოდი მინისტრად, ახლა საკითხზე მიმდინარეობს შიდა მოკვლევა, შიდა მოკვლევის ამოცანა არის არა იმდენად ის, რომ ვიღაც დაისაჯოს, უკვე მივიღეთ ჩვენ ყველაზე მძიმე საკადრო გადაწყვეტილება, არამედ ის, რომ პირადად მე და ჩვენ გავერკვეთ რამ ვერ იმუშავა სისტემაში“, - აცხადებს ნათია თურნავა.

შეგახსენებთ, რომ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ-ის მშენებლობის და ტექნიკური ზედამხედველობის სააგენტოს ხელმძღვანელი გრიგოლ კაკაურიძე თანამდებობიდან გაათავისუფლა. კაკაურიძის გათავისუფლების მიზეზი მისივე ბრძანება გახდა, რომლის ფარგლებშიც სს “კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგურს” დაუმტკიცდა საზღვაო ნავსადგურის ჩრდილოეთით ახალი ღრმაწყლოვანი მრავალფუნქციური ნავსადგურის მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო