გია ჟორჟოლიანი - რატომ უნდა იყოს უარყოფილი საპორტო საქმიანობის განვითარების ყველა სხვა შესაძლებლობა, ფოთიც ხომ  საქართველოა?

რატომ უნდა იყოს უარყოფილი საპორტო საქმიანობის განვითარების ყველა სხვა შესაძლებლობა? ფოთიც ხომ საქართველოა? - ასე მიმართა პარლამენტში, დარგობრივი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების კომიტეტის სხდომაზე დეპუტატმა გია ჟორჟოლიანმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს ნათია თურნავას.

გია ჟორჟოლიანის თქმით, მას ესმის, რომ ანაკლიის პროექტს სახელმწიფომ გარკვეული პრიორიტეტები მიანიჭა, თუმცა მისთვის გაუგებარია, რატომ უნდა იქნას „ხელაღებით უარყოფილი“ საპორტო საქმიანობის განვითარების ყველა სხვა შესაძლებლობა, თუ ეს ქალაქის განვითარებას, მოსახლეობის დასაქმებას და შემოსავლების ზრდას შეუწყობს ხელს.

„ფოთის მერი გამოვიდა და თქვა, რომ ქალაქი განვითარდება. ნიკო ნიკოლაძის მთავარი იდეა იყო ფოთში პორტი. ხალხი ამას უყურებს და ამ ადამიანებისთვის მერის ნათქვამი იყო პერსპექტივის მაჩვენებელი და ახლა ყველა ერთად ვლაპარაკობთ, რომ "აპაპაა" ეს არ მოხდება. რატომ არ უნდა მოხდეს. თუ ეს არ უშლის ხელს პრიორიტეტს?-შევისწავლოთ ეს საკითხი. ვიღაცას მეტი შესაძლებლობა, მეტი ფული აქვს და მეტს გამოვა ტელევიზიით, მეტი ლობისტი ჰყავს და ამის გამო უნდა ვთქვათ უარი ფოთელებზე, უარი ვთქვათ სხვა ადგილების განვითარებაზე?!

მე ტექნიკურად არ შემიძლია ვთქვა რამდენი მეტრი და რომელი რანაირად უნდა გაკეთდეს, მაგრამ ის, რომ სხვა რამეზე ლაპარაკი არ იქნება, სხვა ყველაფერი იქნება უარყოფილი და ქვეყნის განვითარება მხოლოდ ანაკლიის პროექტთან არის დაკავშირებული, მგონია, რომ დიდი შეცდომაა და უპასუხისმგებლობა ჩვენი მოქალაქეების მიმართ“, - განაცხადა გია ჟორჟოლიანმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა