საფრანგეთის სანაპიროსთან, შტორმ „მიგელის“ შედეგად გემზე მყოფი სამაშველო ეკიპაჟის 3 წევრი დაიღუპა

საფრანგეთის სანაპიროსთან, შტორმ „მიგელის“ შედეგად გემზე მყოფი სამაშველო ეკიპაჟის 3 წევრი დაიღუპა. შტორმი „მიგელი“ საფრანგეთის სანაპიროს მიუახლოვდა. ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს. შტორმის სიჩქარე 147 კმ/სთ-ს აღემატება, რის შედეგადაც საფრანგეთის ატლანტის ოკეანისპირა რეგიონების ინფრასტრუქტურა მნიშვნელოვნად დაზიანდა. ამასთანავე, ვრცელდება ინფორმაცია მსხვერპლის შესახებაც.

ატლანტის ოკეანეში მცურავი სამაშველო გემი, რომელზეც 7 ადამაინი იმყოფებოდა, ძლიერ შტორმში მოჰყვა, რის შედეგადაც ბორტზე მყოფი 3 ადამიანი დაიღუპა. აღსანიშნავია, რომ ისინი შტორმის დროს ოკანეში სხვა გემის ეკიპაჟის გადარჩენას ცდილობდნენ. როგორც წესი, წლის ამ მონაკვეთში საფრანგეთის სანაპიროებთან ძლიერი შტორმი იშვიათია. ამასთანავე, საფრანგეთის გარდა შტორმმა „მიგელმა“ ესპანეთის სანაპიროებიც დააზარალა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა