ნათია თურნავა - შინაგან საქმეთა სამინისტროს მოქმედება პანკისში იყო სრულიან ადეკვატური, ზომიერი და პროფესიონალური

შინაგან საქმეთა სამინისტროს მოქმედება პანკისში იყო სრულიან ადეკვატური, ზომიერი და პროფესიონალური, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას მიერ პანკისის მოვლენებზე დასმული კითხვების საპასუხოდ განაცხადა.

გიგა ბოკერიას კითხვაზე, იმ ფონზე, რომ სხვაგანაც არის ადგილობრივი თემის წინააღმდეგობა ჰესების მიმართ, რა კრიტერიუმით შეირჩა პანკისი სპეციალური ძალის გამოყენებისთის, მინისტრი აცხადებს, რომ შსს პროფესიონალურად მუშაობს და პანკისის შემთხვევაში პრობლემა კომუნიკაციის ნაკლებობა იყო, რაშიც საკუთარ პასუხისმგებლობასაც ხედავს.

„სამწუხაროდ პანკისის შემთხვევა არაა ერთადერთი, სადაც გვიწევს კორექტირება და წესრიგის აღდგენა. ყველგან, სადაც შეიძლება საფრთხე შეექმნას ინვესტორს და ამის შესახებ შსს-ს და პატრულს ატყობინებ, ხდება რეაგირება. შინაგან საქმეთა სამინისტროს მოქმედება პანკისში იყო სრულიან ადეკვატური, ზომიერი და პროფესიონალური.

რა თქმა უნდა ეკონომიკის სამინისტროს კომპეტენცია არაა, რა ძალა იქნება გამოყენებული. შსს-ს პროფესიონალურად ასრულებს მასზე დაკისრებულ მოვალეობებს და ამ ნაწილშიც ასე იყო, მაგრამ როდესაც ასეთი შემთხვევა ხდება, რა თქმა უნდა ყველანი ვიზიარებთ პასუხისმგებლობას. მთავრობის პასუხისმგებლობაა, როდესაც გაუგებრობა ხდება, კომუნიკაციის ნაკლებობა სრულიად სამართლიანად დასახელდა ამის მიზეზად და მათ შორის, რა თქმა უნდა, ჩემი და ჩემი სამინისტროს პასუხისმგებლობაცაა ამაში, რასაც არასოდეს არ გავურბივართ“, - აცხადებს თურნავა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო