თბილისი Thrillist-ის სამოგზაურო სიაშია

18 მშვენიერი ევროპული ქალაქი, რომელსაც ახლავე უნდა ეწვიო, - ამ სათაურით პოპულარული ტურისტული გამოცემა Thrillist სტატიას აქვეყნებს. ბერლინის, პრაღის, კრაკოვის, ტალინის, ზაგრებისა და სხვა ევროპული ქალაქების პარალელურად, გამოცემა მკითხველს საქართველოს დედაქალაქში მოგზაურობას ურჩევს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციიდან აცნობეს, Thrillist-ის ჟურნალისტმა საქართველოში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მოწვევით იმოგზაურა.

„ახალი ავიარეისების დანიშვნის შემდეგ კავკასიის გულში მოხვედრა გამარტივდა. თბილისში შეგიძლიათ, უგემრიელესი კერძები დააგემოვნოთ და კულინარიული გამოცდილება მიიღოთ.

რატომ უნდა წახვიდეთ თბილისში? აქ თქვენ ნახავთ ფერად აივნიან სახლებს, გოგირდის ბუნებრივ აბანოებს, საბაგიროთი შეგიძლიათ ახვიდეთ მე-13 საუკუნის ციხე-სიმაგრეზე, ასევე ეწვიოთ ღამის კლუბებს, რომელიც ბერლინსაც შეშურდება. გაზაფხულიდან თბილისში უკვე დაფრინავს Air France და როგორც ამბობენ, მალე დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Ryanair-იც დაემატება, რომელიც კიდევ უფრო გაამარტივებს კავკასიის გულში მოგზაურობას“, - წერსThrillist-ის ჟურნალისტი ბენჯამინ კემპერი.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, გამოცემა Thrillist-ს 20 მილიონზე მეტი მკითხველი ჰყავს და სოციალურ ქსელებში ნომერ პირველ სამოგზაურო გვერდად არის მიჩნეული.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს