დიმიტრი გვრიტიშვილი - განცხადების შევსებისას ხარვეზის დაშვება არ არის საკვალიფიკაციო მოთხოვნისადმი შეუსაბამობა და ნაზი ჯანეზაშვილმა სწორედ ეს ვერ განასხვავა

„განცხადების შევსებისას ამა თუ იმ ხარვეზის დაშვება - ეს არ არის საკვალიფიკაციო მოთხოვნისადმი შეუსაბამობა და სამწუხაროდ, სწორედ ეს ვერ განასხვავა ნაზი ჯანეზაშვილმა“, - ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრმა, დიმიტრი გვრიტიშვილმა განაცხადა.

მან ისაუბრა საბჭოს დღევანდელი სხდომის შესახებ, რომელზეც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მსურველების 144-კაციანი სიიდან კანდიდატებად 139 პირი დარეგისტრირდა, მათ შორის - იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი, გიორგი მიქაუტაძე.

საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ნაზი ჯანეზაშვილმა განაცხადა, რომ მიქაუტაძის რეგისტრაცია დარღვევით მოხდა, რადგან მას სამი რეკომენდატორის ნაცვლად ორი ჰქონდა მითითებული. ხოლო გვრიტიშვილის თქმით, რომელმაც საბჭოს სხდომას მიქაუტაძის მაგივრად უხელმძღვანელა, მიქაუტაძესთან დაკავშირებით დასაბუთებული და კანონიერი გადაწყვეტილება იქნა მიღებული.

„გიორგი მიქაუტაძის საკითხის ცალკე განხილვის აუცილებლობა დადგა იქიდან გამომდინარე, რომ ნაზი ჯანეზაშვილმა ცალკე, სულ სხვა მოტივით წამოჭრა საკითხი, რომ მიქაუტაძე არ დარეგისტრირებულიყო. ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ გიორგი მიქაუტაძესთან მიმართებაში ეს პრეტენზია არის აბსოლუტურად დაუსაბუთებელი. შესარჩევ პროცედურაში აპლიკაციის მიზანი არის ის, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მიიღოს ინფორმაცია კანდიდატების შესაბამისობის შესახებ საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან. განცხადების შევსებისას ამა თუ იმ ხარვეზის დაშვება - ეს არ არის საკვალიფიკაციო მოთხოვნისადმი შეუსაბამობა და სამწუხაროდ, სწორედ ეს ვერ განასხვავა ნაზი ჯანეზაშვილმა, რასთან დაკავშირებითაც წევრებმაც და პირადად მეც მივუთითე, რომ ეს არ არის არც საქართველოს კონსტიტუციით და არც საერთო სასამართლოების შესახებ ორგანული კანონით განსაზღვრული საკვალიფიკაციო მოთხოვნა, რომ კანდიდატმა უნდა მიუთითოს არანაკლებ სამი რეკომენდატორის შესახებ. ჩვენ მივიღეთ დასაბუთებული და კანონიერი გადაწყვეტილება გიორგი მიქაუტაძესთან დაკავშირებით“, - განაცხადა გვრიტიშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო