პროკურორი - თუ გუკა რჩეულიშვილი ბრალს სრულად აღიარებს, დააკმაყოფილებს დაზარალებულებს, საპროცესო შეთანხმების გაფორმება შესაძლებელი იქნება

გურამ რჩეულიშვილს რომც არ ეღიარებინა, ბრალდების მხარეს გააჩნია მტკიცებულებები, რომელიც საკმარისია ამ საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენისთვის, - ამის შესახებ ჟურნალისტებს "ცენტრ პოინტ ჯგუფის" საქმის პროკურორმა ლაშა კოტრიკაძემ განუცხადა.

როგორც ის აღნიშნავს, 1 700 000 ლარი, რომელიც გურამ რჩეულიშვილის მიერ არის კომპანიიდან გატანილი, კომპანიის ინტერესებს არ მოხმარებულა.

"1 700 000 ლარი ისევ კომპანიის ინტერესებს რომ მოხმარდა, ამას არ ვეთანხმებით, ვინაიდან, ეს თანხები კონკრეტული მიზნით შეიტანეს მენაშენეებმა. პირობითად, მე რომ თანხა კონკრეტულ კორპუსში კონკრეტული ბინის მისაღებად შევიტანო, ეს თანხა სხვა მიზნებს რომ მოხმარდეს, ამისთვის ხომ არ შემიტანია?

საბოლოო ჯამში, ბრალდებულ გურამ რჩეულიშვილის ჩვენება საკმაოდ საინტერესო გამოვიდა. ის კვალიფიკაციას არ დაეთანხმა, რაშიც დიდი ოდენობით თანხის მითვისება იგულისხმება. თუმცა, აღნიშნა, რომ "ცენტრ პოინტი ჯგუფის" ხელმძღვანელი პირების მიერ დაშვებული იქნა შეცდომა, რის გამოც, ზიანი მიადგათ მენაშენეებს და მათ კუთვნილი ბინები ვერ მიიღეს.

გურამ რჩეულიშვილს თუნდაც, არ ეღიარებინა ეს პოზიცია, ბრალდების მხარეს გააჩნია მტკიცებულებები, რომელიც საკმარისია ამ საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენისთვის", - განაცხადა კოტრიკაძემ.

რაც შეეხება, საპროცესო შეთანხმების გაფორმებას, პროკურორი აცხადებს, რომ ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ბრალდებული ბრალს სრულად აღიარებს და დაზარალებულებს დააკმაყოფილებენ.

"საპროცესო შეთანხმებას რაც შეეხება, გურამ რჩეულიშვილმა გამოთქვა მზადყოფნა, დაზარალებულებს აუნაზღაუროს ზიანი, ასევე მოგახსენებთ, რომ ის არის ბრალდებული და ნებისმიერ დროს შეუძლია პოზიცია შეცვალოს. თუ ის ბრალს სრულად აღიარებს, დააკმაყოფილებს დაზარალებულებს, საპროცესო შეთანხმების გაფორმება იქნება შესაძლებელი", - განაცხადა კოტრიკაძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა