„ევროპული საქართველო" "ნაციონალური მოძრაობის" მიერ დაანონსებულ აქციებს არ შეუერთდება

"ევროპული საქართველო" "ნაციონალური მოძრაობის" მიერ დაანონსებულ აქციებს არ შეუერთდება. როგორც "ინტერპრესნიუსს" პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ განუცხადა, საკითხზე კონსულტაციები არ გამართულა და აღნიშნული შესახებ, მათ მედიის საშუალებით შეიტყვეს.

"ამის შესახებ კონსულტაციები არ გვქონია, მედიით შევიტყვეთ ამის შესახებ. გამომდინარე აქედან, არ ვართ ამ აქციების ნაწილი", - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ფართომასშტაბიან საპროტესტო აქციებს იწყებს, - ამის შესახებ პარტიის თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძემ პენსიონერებთან შეხვედრისას განაცხადა.

როგორც ვაშაძემ აღნიშნა, „ლიბერთი ბანკი“ პენსიონერებს პენსიით გარანტირებულ სესხზე 36%, ანუ სამჯერ მეტს ართმევს, რაც მისივე შეფასებით, პენსიონერების გაძარცვას ნიშნავს. მისივე განმარტებით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და გაერთიანებული ოპოზიცია ხელისუფლებისგან კატეგორიულად მოითხოვს, გაუქმდეს საპროცენტო განაკვეთი წინასწარ აღებულ პენსიებზე, პენსიონერებზე გაცემულ სესხებზე და უზრუნველყოფილ სესხებზე.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა